89 წლის ასაკში ზბიგნევ ბჟეზინსკი გარდაიცვალა

89 წლის ასაკში ზბიგნევ ბჟეზინსკი გარდაიცვალა

89 წლის ასაკში აშშ-ს პრეზიდენტის ჯიმი კარტერის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკი გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ქალიშვილი იუწყება. "მამაჩემი წუხელ გარდაიცვალა" , - დაწერა მან "ინსტაგრამისა" და "ტვიტერის" გვერდებზე.

მედიის ინფორმაციით, ბჟეზინსკი ვირჯინიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი 1928 წელს პოლონეთში დაიბადა. მან ქვეყანა მამასთან ერთად დატოვა და აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც უმაღლესი განათლება მიიღო. ბჟეზინსკი ცნობილი იყო საბჭოთა კავშირისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებით. ის არის ავტორი რამდენიმე ცნობილი შრომისა. მათ შორის ყველაზე ცნობილია "დიდი ჭადრაკის დაფა".

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"