ედიშერ ქარჩავას განმარტებით, მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის "მოკვდინების" მცდელობაში სულიერი მკვლელობა იგულისხმა

ედიშერ ქარჩავას განმარტებით, მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის "მოკვდინების" მცდელობაში სულიერი მკვლელობა იგულისხმა

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განმარტებით, მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის "მოკვდინების" მცდელობაში სულიერი მკვლელობა იგულისხმა.

როგორც საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, ის დღეს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. "მე მთავარ პროკურატურას მივეცი სრული განმარტება, თუ რას ვგულისხმობდი, რა მტკიცებულებები გამაჩნდა. ეს არის სხვადასხვა სახის მტკიცებულება, რომლის შესახებაც ზოგადად, მე ვისაუბრე. ეს ჩემი ბრალდებები არ არის პირდაპირ კავშირში მკვლელობის მომზადების საქმესთან - ციანიდის საქმესთან, ეს არის სხვა ახალი გარემოებები და თემა", - განაცხადა ქარჩავამ.

როგორც მან აღნიშნა, მეუფე პეტრე, ზოგადად, ამ დიდი სცენარის - კათოლიკოს-პატრიარქის ნებისმიერი ბინძური თუ არაბინძური ხერხით მოცილების თანამონაწილე გამოდის.

"პროკურატურამ, რა თქმა უნდა, თვითონ დამიბარა. ეს ბუნებრივია და მართალიცაა პროკურატურა. როდესაც საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გაჩნდება იმიტომ, რომ ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს მოკვდინება, რას ნიშნავს მომაკვდინებელი ცოდვა. მე ეს ტერმინი იმისთვის გამოვიყენე, რომ საზოგადოებას გაეგო, რაზე მაქვს საუბარი, ამიტომ ამ ტერმინს მე შესაბამისი განმარტება მივეცი პროკურატურაში და მტკიცებულებებზეც ვისაუბრე", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ქარჩავას თქმით, უმრავლესობამ, ვისაც ეკლესიასთან ოდნავ შეხება აქვს და ეკლესიაში დადის, იცის ამ ტერმნის მნიშვნელობა, რაზეც ის საუბრობდა. საპატრიარქოს იურისტის განმარტებით, მან მოკვდინებაში სულიერი მკვლელობა იგულისხმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ გუშინ განუცხადა, პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს სოსო ოხანაშვილს და მეუფე პეტრეს აქვთ მცდელობები, რომ უწმინდესი ჩამოაცილონ პატრიარქის ტახტს. ამასთან, ქარჩავას მტკიცებით, მეუფე პეტრეს დღესაც აქვს დაგეგმილი პატრიარქის არა მხოლოდ ტახტიდან ჩამოცილება, არამედ უწმინდესის მოკვდინება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"