სროლა ორლანდოში - არაოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია ხუთი ადამიანი

სროლა ორლანდოში - არაოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია ხუთი ადამიანი

ამერიკის ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში მომხდარი სროლების შედეგად გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. თუმცა, სამართალდამცველები დაღუპულთა კონკრეტულ რაოდენობას არ ასახელებენ.

ადგილობრივი მედია კი ხუთი გარდაცვლილის შესახებ იუწყება. პოლიციის მონაცემებით, სროლა ქალაქის სამრეწველო რაიონში მოდა. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ადგილობრივი მედია ასევე ამტკიცებს, რომ ეჭვმიტანილი ერთ-ერთი ადგილობრივი საწარმოს თანამშრომლით უკმაყოფილო იყო. თავდამსხმელი მოკლულია. ოფიციალურად კი ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

ნახეთ: LIVE: რა ხდება ფლორიდაში ამჟამად, სადაც შენობაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"