როგორ მოიქცეოდა პუტინი, აბაზანაში გეისთან ერთად რომ მოხვედრილიყო...

როგორ მოიქცეოდა პუტინი, აბაზანაში გეისთან ერთად რომ მოხვედრილიყო...

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუების სერია ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, ოლივერ სტოუნმა ჩაწერა, რომელმაც კითხა პუტინს, თუ რას იზამდა, წყალქვეშა გემში, აბაზანაში გეისთან ერთად რომ მოხვედრილიყო.

პუტინთან საუბრისას სტოუნმა გაიხსენა რუსული კანონი, რომელიც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას კრძალავს. რეჟისორმა კითხა პრეზიდენტს, ხედავდა თუ არა დისკრიმინაციის ნიშნებს ამ კანონში, რაზეც პუტინმა უპასუხა, რომ გეებს არავინ ავიწროვებს.

იხილეთ ვიდეო: რას პასუხობს პრეზიდენტი ოლივერ სტოუნის პროვოკაციულ კითხვას

შემდეგ სტოუნი დაინტერესდა, თუ რას იზამდა პუტინი წყალქვეშა გემზე აბაზანაში გეისთან ერთად რომ მოხვედრილიყო. პუტინმა კითხვაზე გაიცინა და უპასუხა: "ვამჯობინებდი მასთან ერთად არ შევსულიყავი აბაზანაში. რატომ უნდა მოვახდინო მისი პროვოცირება? როგორც იცით, მე ძიუდოს და სამბოს ოსტატი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მჯერა, რომ ჩემი ვალდებულებაა დავიცვა ტრადიციული და ოჯახური ღირებულებები. რატომ? იმიტომ, რომ გეი წყვილებს ბავშვები არ უჩნდებათ. ღმერთმა ასე გადაწყვიტა, ჩვენ კი ქვეყნის შობადობის მაჩვენებელს უნდა მივაქციოთ ყურადღება. უნდა გავაძლიეროთ ოჯახები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვდევნოთ ვინმე", - აღნიშნა პუტინმა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"