შეიარაღებული თავდასხმა პარლამენტში და აფეთქება იმამ ხომეინის მავზოლეუმში - უახლესი ინფორმაცია ირანიდან

შეიარაღებული თავდასხმა პარლამენტში და აფეთქება იმამ ხომეინის მავზოლეუმში - უახლესი ინფორმაცია ირანიდან

ირანის პარლამენტში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, - აღნიშნულის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Press TV იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, დაღუპულია ირანის პარლამენტის დაცვის სამსახურის თანამშრომელი.

არსებული ინფორმაციით, ორი თავდამსხმელი დაკავებულია და ოთხი თავდამსხმელი ბლოკირებულია. როგორც ცნობილი გახდა, ოთხი უცნობი შეიარაღებული პირი ადგილობრივი დროით 09:00 საათზე პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

ამის პარალელურად, სამხრეთ თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. აღნიშნულის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Press TV "ტვიტერის" პირად გვერდზე იუწყება.

ირანში, იმამ რუხოლა მუსავი ხომეინის მავზოლეუმში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. არიან დაშავებულები.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"