ანდერს ბრეივიკმა სახელი შეიცვალა

ანდერს ბრეივიკმა სახელი შეიცვალა

ნორვეგიელმა ტერორისტმა ანდერს ბერინგ ბრეივიკმა სახელი ოფიციალურად შეიცვალა. ამიერიდან ის ფიოტოლფ ჰანსენის სახელითაა რეგისტრირებული. ამის შესახებ, ნორვეგიული გამოცემა "ვერდენს განგი" იუწყება.

აღნიშნულ ინფორმაციას მისი ადვოკატი, ეინსტეინ სტურვიკიც ადასტურებს, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზს არ ასახელებს. 8 ივნისს ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ბრეივიკისთვის პირობების გაუმჯებესების საკითხთან დაკავშირებით სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა. პატიმრის ადვოკატები საქმის გასაჩივრებას ევროსასამართლოში გეგმავენ.

შეგახსენებთ, 2011 წლის 22 ივლისს ანდერს ბერინგ ბრეივიკმა ოსლოს სამთავრობო კვარტალსა და კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში ორმაგი ტერაქტი განახორციელა. რასაც ჯამში 77 ადამიანი ემსხვერპლა, 200- მდე დაშავდა. დაღუპულებს შორის ქართველი სტუდენტი, თამთა ლიპერტელიანიც იყო. სასამართლომ ტერორისტს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის გაზრდის შესაძლებლობით მიუსაჯა.

"სტალინის სტილს მიჰყვება პუტინიც... დუბაკოვიც მისი პროექტია" - როგორ ეხმაურებიან სომხები ბაქოში გასამართლებული რუსის საქმეს?

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ხელმძღვანელი, ჰოლოკოსტზე ხუმრობის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს - "ჩემი სიტყვები სულელური იყო... ვნანობ"

ძლიერი გვალვა ირანში და წყლის დეფიციტით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - პროტესტის პოლიტიკური მხარე: "აცხონე, ალაჰო, რეზა-შაჰის სული“