პუტინი "პირდაპირ ხაზზე" ხალხთან - მოქალაქეების რა კითხვებს უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა

პუტინი "პირდაპირ ხაზზე" ხალხთან - მოქალაქეების რა კითხვებს უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეების კითხვებს "პირდაპირი ხაზის" ფარგლებში უპასუხა. კითხვები ეხებოდა - სოციალურ პრობლემებს, ჯანდაცვას, ხელფასებს, განათლებას, საგარეო პოლიტიკას. ონლაინ-კონფერენციის დროს რუსეთის მოქალაქეებს (და არა მხოლოდ) მათთვის საინტერესო თემაზე, სკაიპით, მობილური ტელეფონით ან ვებ გვერდზე გახსნილ ფანჯარაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, კითხვის დასმა შეეძლოთ...

კითხვები ძალიან მრავალფეროვანი იყო, უფრო მეტად, რუსეთის ეკონომიკისა და სოციალური პრობლემების გარშემო, თუმცა, იყო სხვა საკითხებიც, - ამერიკასთან ურთიერთობა, აშშ-ს არჩევნები და საგამოძიებო ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის თემა...

AMBEBI.GE-ს კორესპონდენტმა სცადა პრეზიდენტისთვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე დაესვა კითხვა, კერძოდ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება, ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას, თუმცა, პასუხად რუსეთი აძლიერებს თავის პოზიციებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. გარკვეული დროის შემდეგ, საუბრის მოდერატორისგან კითხვაზე ზოგადი პასუხი მივიღეთ: "მოგეხსენებათ, ეს როგორი საკითხია, ამ ეტაპზე, ვშიშობ, რუსეთის ფერედაციასა და საქართველოს შორის ურთიერთობის გადახედვა არ იგეგმება".

რაც შეეხება სხვა საკითხებს, - კითხვას, სადაც პუტინს FBI-ის ყოფილი დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მის წვლილზე ეკითხებოდნენ, მან ასე უპასუხა, - მე დეტალურად არ გავცნობივარ კომის ჩვენებას. FBI-ის ყოფილი დირექტორი მიიჩნევს, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ს არჩევნებში, თუმცა, მას ამის მტკიცებულებები არ აქვს. ეს არის მუდმივი ამერიკული პროპაგანდა... უცნაურად ჟღერს, როდესაც, სპეცსამსახურები პრეზიდენტის საუბარს იწერენ, შემდეგ კი, მას საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცემენ... თუმცა, თუ კომის პოლიტიკური დევნის საფრთხე დაემუქრება, ჩვენ მზად ვართ, ის მივიღოთ" - განაცხადა პუტინმა.

"როგორ შეიძლება ამერიკელებს გავაგებინოთ, რომ ჩვენ მტრები არ ვართ?"- ამ შეკითხვის პასუხად პუტინმა განაცხადა, - "მე ვიცი, ჩვენი ხალხის განწყობა ამერიკის მიმართ. რუსეთი მხარს უჭერდა ამერიკას, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ იქ რუსოფობია ყოველდღიურად იზრდება... არადა, ჩვენ ამერიკაში ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს...

რაც შეეხება, უკრაინის მიღწევას, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, - მისი თქმით, "მხარე, რომელსაც ახლა უკრაინას უწოდებენ, სინამდვილეში, რუსეთის ტერიტორია იყო... რაც შეეხება, პოროშენკოს გამოსვლას, რომელიც მან ლერმონტოვის ლექსით აღნიშნა, როგორც ჩანს, მას უნდოდა ამომრჩევლისთვის ეჩვენებინა, რომ დაპირებებს ასრულებს, ვგულისხმობ, უკრაინის ევროპასთან ინტეგრაციას..." - აღნიშნა პუტინმა და უკრაინის თემა, ტარას შევჩენკოს ციტატით დაასრულა, - " Доборолась Украина до самого края. И хуже ляхов распинают ее собственные дети..."

კიდევ ერთი აქტუალური კითხვა, რომელიც მას დაუსვეს, სირიაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებს შეეხებოდა, - თუ რა გამოცდილებას იღებენ რუსი სამხედროები სირიაში:

"ჩვენ მუდმივი ინფრომაცია გვაქვს, თუ როგორ მუშაობენ ჩვენი შეიარაღებული სამხედროები სირიაში... ჩვენი ჯარისთვის ეს არის შეუფასებელი საბრძოლო გამოცდილება. ჩვენ ვცდილობთ სირიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები დავალაგოთ და კონფლიქტი ამოვწუროთ", - პასუხობს პუტინი.

კითხვაზე, რატომ არ ანაღვლებს რუსეთის ხელისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობები, როდესაც გარშემო მტრებია, ნატო რუსეთის საზღვრებთან პოზიციებს იმტკიცებს, პუტინი პასუხობს:

"ყოველთვის, როდესაც რუსეთი ფეხზე დგებოდა, მას ასეთი გარემო ჰქონდა, ყოველთვის სანქციების ფონზე უწევდა ფეხზე წამოდგომა..." - აღნიშნავს პუტინი. პრეზიდენტის პასუხს ინტერნეტმომხმარებლების მწვავე რეაქცია მოჰყვა, - "ანუ მიგაჩნიათ, რომ ახლა ქვეყანა ფეხზე დგას?.. და რა გვეტყობა ეს?.. სანქციების ფონზე, ეკონომიკა ეცემა, ვარდნის მაჩვენებელი 3,7 პროცენტით გაიზარდა და თურმე ფეხზე ვდგებით...", - ასეთი კომენტარებით გამოეხმაურნენ პრეზიდენტის პასუხს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"