კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
10:15 / 19-06-2017
უახლესი ინფორმაცია ლონდონიდან - გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები, გარდაცვლილი 1 და დაშავებული 8 ადამიანი
ლონდონში, ფინსბერი პარკის რაიონში მომხდარი შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილი 48 წლის მამაკაცია. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 00:20 საათზე მოხდა. მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა. დამნაშავე დააკავეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, პოლიცია შემთხვევას განიხილავს, როგორც "პოტენციურ ტერაქტს".

"პოლიციამ დაადასტურა, რომ მომხდარი განიხილება, როგორც პოტენციური ტერაქტი. დღეს მთავრობის საგანგებო სხდომას გავმართავ", - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ლონდონის მერი სადიქ ხანი კი ლონდონელებს
სიმშვიდისა და სიფხიზლისკენ მოუწოდებს. "ჩვენ ჯერ არ ვიცით მომხდარის ყველა დეტალი, მაგრამ ეს იყო აშკარა და განზრახ განხორციელებული თავდასხმა უდანაშაულო ლონდონელებზე", - აღნიშნა სადიქ ხანმა.

მისი თქმით, ეს იყო თავდასხმა ტოლერანტობისა და თავისუფლების ღირებულებებზე.

"მოვუწოდებ ლონდონელებს სიმშვიდისკენ და სიფხიზლისკენ. გთხოვთ, თუ რამე საეჭვოს შეამჩნევთ, პოლიციას შეატყობინეთ. ლონდონის პოლიციამ დამატებითი ძალების განლაგება მოახდინა ქალაქის ქუჩებში", - დასძინა ლონდონის მერმა.

ლონდონში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია.
ტეგები:
13:37 / 19-06-2017
Geno
2
ასე იცის როცა ქვეყანას ათასი გადამთიელით აავსებ.
13:34 / 19-06-2017
წმინდა გაგა
1
მოდი და ნუ გაგეცინება ამის წაკითხვისას ,,ლონდონის მერი სადიქ ხანი ლონდონელებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს..."
მსგავსი სიახლეები
ლონდონში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთვის არ მიუმართავთ
ვრცელდება ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ხანძარმა სახლის ბოლო სართული და მანსარდაც მოიცვა
ლონდონის ცენტრში, ეშმაკის ბორბლიდან London Eye ხალხის ევაკუაცია განხოციელდა
+VIDEO: ვრცელდება ფოტო, რომელზეც ლონდონში ლიკვიდირებული ტერორისტები არიან ასახულნი
+VIDEO: თავდამსხმელი მიკროავტობუსით 80 კმ/საათში სიჩქარით გადაადგილდებოდა
"ის ლონდონში დაბადებულ-გაზრდილი მუსლიმი იყო..."
დღევანდელი ტერაქტი ერთმა ადამიანმა განახორციელა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
03:46 / 25-11-2017  Image "დაშავებულთა შორის 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქეა" - რა ეტაპზეა "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამოძიება
"ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა
00:55 / 25-11-2017  Image საპრეზიდენტო აპარტამენტები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი - როგორი იყო 40 მლნ დოლარად აშენებული ხუთვარსკვლავიანი "ლეო გრანდი"
+VIDEO| 40 მილიონი დოლარის ინვესტიციით აშენებული სასტუმრო "ლეო გრანდი" ხუთვარსკვლავიანია და 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა
03:04 / 25-11-2017  Image ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძარი მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა
ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებვით ინფორმაციას BBC აქვეყნებს
23:12 / 24-11-2017  Image სოფლები და თბილისის უბნები, სადაც ხვალ დენის მიწოდება შეიზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება
20:19 / 24-11-2017  Image დაშორდა თუ არა ნიკა ალასანიას ლიკა ევგენიძე და ვის ხვდება ამჟამად ტელეწამყვანი
რამდენიმე კვირის წინ, თბილისში ლიკას ახალ სიყვარულზე ალაპარაკდნენ
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49