ავტოავარიების თემაზე გადაღებულმა რგოლმა "კანის ლომებზე" გრან პრი მიიღო

ავტოავარიების თემაზე გადაღებულმა რგოლმა "კანის ლომებზე" გრან პრი მიიღო

გზის უსაფრთხოების კამპანია "გაიცანით გრეჰემის" რგოლმა საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე "კანის ლომები 2017" გრან პრი აიღო.

სარეკლამო რგოლი გამარჯვებულად ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კატეგორიაში ცნეს.

გრეჰემი ადამიანის ფორმის სკულპტურაა, რომელსაც ავარიის შემდეგ დაჭყლეტილი და დეფორმირებული სხეული აქვს. კამპანიის იდეაც სწორედ ეს იყო - ავტოკატასტროფის შედეგად დაზიანებული ადამიანის სხეული ეჩვენებინა.

გრეჰემი მხატვარმა პატრიცია პიჩინინიმ 2016 წელს ექიმ-ტრავმატოლოგებთან და ავტოკატასტროფების მკვლევარებთან ერთად შექმნა. როგორც პატრიცია პიჩინინი ამბობს, გრეჰემი შექმნილია იმისთვის, რომ დააფიქროს მაყურებელი, თუ რამდენად დაუცველია ის გზაზე. გარდა გრან პრისა, კამპანიამ ერთი ოქროს ლომი, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს ლომიც მოიგო. იხილეთ ვიდეო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"