ჰიტლერის სა­ი­დუმ­ლო ვნე­ბე­ბი - ვინ იყო ქალი, რო­მელ­მაც ფიურერის გამო სი­ცოცხ­ლე თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა

ჰიტლერის სა­ი­დუმ­ლო ვნე­ბე­ბი - ვინ იყო ქალი, რო­მელ­მაც ფიურერის გამო სი­ცოცხ­ლე თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა

ნა­ცი­ო­ნალ-სო­ცი­ა­ლიზ­მის მრა­ვა­ლი თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლის თვალ­ში, ჰიტ­ლე­რი გერ­მა­ნი­ის აღორ­ძი­ნე­ბის სი­დი­ა­დეს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და. თა­ვი­სი სა­ხალ­ხო გა­მოს­ვ­ლე­ბით, ის მე­სა­მე რა­ი­ხის გა­რე­თაც ახერ­ხებ­და მხარ­დამ­ჭერ­თა რი­გე­ბის შევ­სე­ბას. ცნო­ბი­ლია, რომ გერ­მა­ნელ ქა­ლებს მი­სი სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბა­ზეც ექ­ს­ტა­ზი ეუფ­ლე­ბო­დათ, მაგ­რამ ამ­გ­ვარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ზო­გი­ერ­თი სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც აღ­მო­ჩე­ნი­ლა, მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი - ინ­გ­ლი­სე­ლი იუნი­ტი მიტ­ფორ­დი იყო...

ბო­რო­ტე­ბით მო­ხიბ­ლუ­ლი

იუნი­ტი ვალ­კი­რია მიტ­ფორ­დი 1914 წელს, ინ­გ­ლი­სის პე­რის, ლორ­დი რიდ­ს­დე­ი­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. დე­და­მი­სი სერ უინ­ს­ტონ ჩერ­ჩი­ლის ცო­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი გახ­ლ­დათ. მა­შინ­დე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, იუნი­ტიმ (ი­სე­ვე, რო­გორც მის­მა ხუთ­მა დამ) გა­ნათ­ლე­ბა ოჯა­ხურ პი­რო­ბებ­ში, ას­ტ­ჰო­ლის საგ­ვა­რე­უ­ლო მა­მულ­ში მი­ი­ღო. მშობ­ლე­ბი ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ ეს წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხის ქა­ლიშ­ვი­ლის და­სა­ო­ჯა­ხებ­ლად სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი იყო. მარ­თა­ლია, მა­თი სა­მი ქა­ლიშ­ვი­ლი არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სებს სავ­სე­ბით მი­ე­სა­და­გა, მაგ­რამ და­ნარ­ჩენ­მა სა­მე­ულ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, პო­ლი­ტი­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ი­ჩი­ნა. ჯე­სი­კამ და დი­ა­ნამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სა­კუ­თარ თავ­ში დი­ა­მეტ­რუ­ლად სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო პო­ლი­ტი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბის მი­მართ სიმ­პა­თი­ე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს; იმ­დე­ნად, რომ სა­კუ­თა­რი ოთა­ხი ცარ­ცით შუ­ა­ზე გა­ხა­ზეს: ერთ მხა­რეს - ჯე­სი­კას ნა­წილ­ში, კე­დელ­ზე წი­თე­ლი დრო­შე­ბი და ნამ­გალ-ჩა­ქუ­ჩი გა­მო­ი­ფი­ნა, მარ­ქ­სის, ენ­გელ­სი­სა და ლე­ნი­ნის სუ­რა­თე­ბით აჭ­რელ­და; მე­ო­რე მხა­რეს კი - ნიც­შეს, ჰიტ­ლე­რი­სა და მე­სა­მე რა­ი­ხის ცნო­ბი­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბის სუ­რა­თე­ბი და ნა­ცის­ტუ­რი სვას­ტი­კით გა­ფორ­მე­ბუ­ლი წი­თე­ლი დრო­შე­ბი გაჩ­ნ­და. დი­ა­ნას საქ­ცი­ე­ლის ახ­ს­ნა იმით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ ის ბრი­ტა­ნე­ლი ფა­შის­ტე­ბის ლი­დერ­ზე - ოს­ვალდ მოს­ლი­ზე ქორ­წინ­დე­ბო­და. იუნი­ტი კი მა­ში­ნაც, რო­ცა ლე­დი გახ­და, მო­ზარ­დი­ვით იქ­ცე­ო­და. მა­ღა­ლი წრის წვე­უ­ლე­ბებ­ზე შე­უ­ფე­რებ­ლად, უც­ნა­უ­რად ჩაც­მუ­ლი ჩნდე­ბო­და და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ო­და. მა­მა­მისს ფრთხი­ლად ურ­ჩი­ეს კი­დეც, რომ ქა­ლიშ­ვი­ლი ექი­მის­თ­ვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა.

ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა

ადოლფ ჰიტ­ლერ­თან პი­რად შეხ­ვედ­რა­ზე იუნი­ტი დიდ­ხანს ოც­ნე­ბობ­და. კერ­პის ხილ­ვის სურ­ვი­ლი იდეა ფიქ­სად ექ­ცა. ამ­გ­ვა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მხო­ლოდ 1933 წელს მი­ე­ცა, რო­ცა ოს­ვალდ მოს­ლის დახ­მა­რე­ბით, ის ბრი­ტა­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის დე­ლე­გა­ცი­ა­ში შე­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც ნი­ურ­ნ­ბერ­გ­ში, ნა­ცის­ტე­ბის ყრი­ლო­ბა­ზე იყო მიწ­ვე­უ­ლი. ქა­ლიშ­ვი­ლი სამ­შობ­ლო­ში წი­ნა­აღ­მ­დე­გობ­რი­ვი გრძნო­ბე­ბით დაბ­რუნ­და. ერ­თი მხრივ, ბედ­ნი­ე­რი იყო, რომ ცოცხა­ლი ფი­უ­რე­რი იხი­ლა - ის იმ ეგ­ზალ­ტი­რე­ბულ ბრბო­ში აღ­მოჩ­ნ­და, რო­მე­ლიც ჰიტ­ლე­რის გა­მოს­ვ­ლა­ზე აღ­ტა­ცე­ბით რე­ა­გი­რებ­და; და მე­ო­რე მხრივ - მას არ მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, კორ­დო­ნი გა­ერ­ღ­ვია და ერ­თხელ მა­ინც შე­ხე­ბო­და სა­კუ­თა­რი ღვთა­ე­ბის ყა­ვის­ფერ პე­რანგს. ახალ­გაზ­რ­და ქა­ლის სულ­ში ნაღ­ველს ამ­ძაფ­რებ­და ის ფაქ­ტიც, რომ მი­სი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი არა მარ­ტო არ იზი­ა­რებ­და იუნი­ტის ამ­გ­ვარ აღ­ტა­ცე­ბას, არა­მედ უფ­რო მე­ტიც - ჰიტ­ლერს პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე გა­მო­სულ მას­ხა­რა­დაც აღიქ­ვამ­და. ქა­ლიშ­ვილ­მა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნ­და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო გერ­მა­ნი­ა­ში. მა­მა­მი­სი წი­ნა­აღ­მ­დე­გი არ იყო, რომ პო­ლი­ტი­კურ ინ­ტ­რი­გებ­ში ჩარ­თ­ვის ნაც­ვ­ლად, მის ქა­ლიშ­ვილს გა­ნათ­ლე­ბა გა­ეღ­რ­მა­ვე­ბი­ნა. ამი­ტო­მაც, 1934 წელს, იუნი­ტი მი­უნ­ხე­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში ჩა­ი­რიცხა. თუმ­ცა, მას მსოფ­ლი­ოს დი­დოს­ტატ­თა ხე­ლოვ­ნე­ბის შეს­წავ­ლა ნაკ­ლე­ბად იზი­დავ­და. ქა­ლიშ­ვი­ლის ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბად ყო­ველ სა­ღა­მოს, იმ რეს­ტო­რან­ში სი­ა­რუ­ლი იქ­ცა, სა­დაც მი­უნ­ხენ­ში ვი­ზი­ტე­ბის დროს, აუცი­ლებ­ლად ვახ­შ­მობ­და ადოლფ ჰიტ­ლე­რი. არა­ვინ იცო­და, რო­დის გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და იქ ფი­უ­რე­რი, იუნი­ტი კი და­ჟი­ნე­ბით ელო­და თა­ვის კერპს. მო­ლო­დი­ნი ამაო არ ყო­ფი­ლა და 1935 წლის 2 თე­ბერ­ვალს, ვეს­ტი­ბი­ულ­ში ისიც გა­მოჩ­ნ­და. რო­გორც ჩანს, გან­გე­ბას სურ­და, რომ რა­იხ­ს­კან­ც­ლერს ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცია ქა­ლიშ­ვი­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით უმ­ზერ­და და გულ­ში მის წიგნს - Mein Kampf-ს იხუ­ტებ­და. ადოლ­ფ­მა ის თა­ვის სუფ­რას­თან მი­იწ­ვია. ცნო­ბი­ლია, რომ ჰიტ­ლე­რი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი გო­გო­ნე­ბის მი­მართ არა­ვი­თარ მა­მა­კა­ცურ ინ­ტე­რესს არ იჩენ­და და არც ერ­თად ვახ­შა­მი, ამ მხრივ, ალ­ბათ არა­ნა­ირ შე­დეგს არ გა­მო­ი­ღებ­და, რომ სა­უბ­რი­სას არ გარ­კ­ვე­უ­ლი­ყო იუნი­ტის ბრი­ტა­ნულ-არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი წარ­მო­შო­ბა. ამას­თან, ქა­ლიშ­ვილ­მა ზე­პი­რად იცო­და მი­სი ნაშ­რო­მი და ხე­ლოვ­ნე­ბა­შიც მშვე­ნივ­რად ერ­კ­ვე­ო­და. იმ სა­ღა­მოს შემ­დეგ, ინ­გ­ლი­სე­ლი ლე­დი ჰიტ­ლე­რის გა­რე­მოც­ვის წევ­რი აღ­მოჩ­ნ­და.

სა­ფეთ­ქელ­ში დახ­ლი­ლი ტყვია

ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ფაქ­ტი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყუ­რადღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ნი­ლა. ლე­დი მიტ­ფორ­დის გუ­ლახ­დილ­მა ინ­ტერ­ვი­უმ, რო­მე­ლიც გა­ზეთში და­ი­ბეჭ­და, ბრი­ტა­ნეთ­ში აღ­შ­ფო­თე­ბის ტალ­ღა ააზ­ვირ­თა. ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი აღი­ა­რებ­და, რომ ფი­უ­რერ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ღა­მო მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ მო­მენ­ტად მი­აჩ­ნ­და.

1936 წლის ზაფხულ­ში, ნა­ცის­ტე­ბის მო­რიგ ყრი­ლო­ბა­ზე, ნა­ცი­ო­ნალ-სო­ცი­ა­ლიზ­მის იდე­ის მხურ­ვა­ლე მხარ­და­ჭე­რით გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, ფი­უ­რერ­მა თა­ნა­მებ­რ­ძო­ლე­ბის წრე­ში იუნი­ტი­ზე გა­ნაცხა­და, რომ წმინ­და სის­ხ­ლის ვერც ერ­თი არი­ე­ლი ქა­ლი ვერ შეძ­ლებ­და აგი­ტი­რე­ბას მსგავ­სი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბი­თა და ცეცხ­ლო­ვა­ნე­ბით, რო­გორც ეს ინ­გ­ლი­სე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

ალასკის ნახევარკუნძულთან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

მამაცი ავღანელი მოზარდი გოგონა, რომელიც "თალიბანის" 40 მებრძოლს მარტო შეებრძოლა - როგორ იძია შური მოზარდმა მშობლების დახოცვის გამო

ვლადიმერ ზელენსკი გამტაცებელს დაელაპარაკა - ავტობუსიდან სამი მძევალი გათავისუფლდა