პორტუგალიაში ტყის ხანძრის ჩაქრობისას თვითმფრინავი ჩამოვარდა

პორტუგალიაში ტყის ხანძრის ჩაქრობისას თვითმფრინავი ჩამოვარდა

პორტუგალიის ცენტრალურ ნაწილში ტყის ხანძრის ჩაქრობისას თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვაში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, საუბარია თვითმფრინავზე, რომელიც პედროგან-გრანდის მუნიციპალიტეტში მუშაობდა. ხანძრის ჩაქრობაში პორტუგალიის ტექნიკის გარდა, მონაწილეობენ თვითმფრინავები ესპანეთიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან.

ესპანეთის სამხედრო საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ესპანური არ არის. რა თვითმფრინავმა განიცადა კატასტროფა და არიან თუ არა დაღუპულები, ეს მას მდეგ გახდება ცნობილი, რაც ადგილზე მაშველები მივლენ.

თვითმფრინავი ტყიან მასივში ჩამოვარდა. იქ მისვლა ძლიერი კვამლის გამო გართულებულია. ადგილზე გაემართნენ სამაშველო ვერტმფრენი და სასწრაფო დახმარების ორი მანქანა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"