ბრიუსელის პროკურატურა - ამ ეტაპზე სხვა მსხვერპლი არ არის, არც დაჭრილები არიან და არც დაღუპულები

ბრიუსელის პროკურატურა - ამ ეტაპზე სხვა მსხვერპლი არ არის, არც დაჭრილები არიან და არც დაღუპულები

ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, იმ ადამიანის გარდა, რომელიც ნეიტრალიზებულია, არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ბრიუსელის პროკურატურაში აცხადებენ.

"ამ ეტაპზე სხვა მსხვერპლი არ არის. არც დაჭრილები არიან და არც დაღუპულები. მიმდინარეობს სადგურის შემოწმება, რაც ამ დრომდე არ დასრულებულა", - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

დღეს საღამოს, ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე სამართალდამცველებმა მამაკაცი გაანეიტრალეს, რომელმაც მცირე აფეთქება განახორციელა. მას პოლიციამ ტაბელური იარაღიდან ესროლა. პოლიციის ინფორმაციით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"