"ამბობს, რომ არ იცის, რით ვარ დაკავებული, მაგრამ ნურას უკაცრავად!..." - მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს პასუხობს

"ამბობს, რომ არ იცის, რით ვარ დაკავებული, მაგრამ ნურას უკაცრავად!..." - მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს პასუხობს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ არ იცის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინაში რას აკეთებს.

"ის ამბობს, რომ არ იცის, რით ვარ დაკავებული, მაგრამ ნურას უკაცრავად! ის რეგულარულად უსმენს უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე დემჩინს ჩემი გადაადგილების, კონტაქტებისა და ქვეყნაში მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ მან რეალურად გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეებმა არ იცოდნენ, რით ვართ დაკავებულები და ჩვენი პროგრამის შესახებ უკრაინაში გამარჯვების საკითხზე, რადგან პირადად ეწევა ჩვენს ბლოკირებას ყველა მთავარ არხზე", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე. სააკაშვილი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინა ყველა უკრაინელის გახდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ იცის, რას აკეთებს უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი.

"მე აბსოლუტურად არ ვიცი, რას აკეთებს ბატონი სააკაშვილი უკრაინაში, რადგან ის მოწვეული იყო ჩემს დასახმარებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგებს ხედავთ - მას არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია", - განაცხადა პოროშენკომ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"