ევროკავშირის ლიდერები დევნილების თემაზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები დევნილების თემაზე ვერ შეთანხმდნენ

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა ორდღიანი სამიტი დასრულდა, რომელზეც დევნილთა გადანაწილების შესახებ ვერ შეთანხმდნენ, - იუწყება "დოიჩე ველე".

ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრესს ვერ მივაღწიეთ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. მან ხაზი გაუსვა, რომ არასოდეს შეწყვეტს დევნილთა სამართლიანი გადანაწილების თემის წამოწევას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სოლიდარობა უნდა გამოუცხადონ მეზობელს, როდესაც ის დევნილთა ან მიგრანტთა უზარმაზარ ნაკადს აწყდება. მისივე თქმით, ანგელა მერკელის მხარეს იქნება, რათა თავიდან აიცილონ ორი წლის წინანდელი სამიგრაციო კრიზისი.

მერკელის ერთ-ერთმა აქტიურმა კრიტიკოსმა დევნილების საკითხში უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიკტორ ურბანმა განაცხადა, რომ თავდაპირველად საჭიროა იმ პუნქტებზე შეთანმება, რომლებშიც მხარეთა პოზიცები ერთიანია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"