უბედური შემთხვევა თურქეთის აკვაპარკში - აუზში დენის დარტყმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა თურქეთის აკვაპარკში - აუზში დენის დარტყმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ქალაქ აკიაზის აკვაპარკში მომხდარ შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი და ორი ზრდასრულია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ცნობილი გახდა, რომ ინციდენტი ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია. აკვაპარკის მენეჯერი და მისი შვილი ბავშვების დახმარებას ცდილობდნენ, როდესაც დენმა მათაც დაარტყა. ხუთივე მათგანი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ჯგუფები. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. აუზში ელექტროსადენების დამუხტვის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"