სისხლიანი ბუნკერი, სადაც ადოლფ ჰიტლერმა და ევა ბრაუნმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

სისხლიანი ბუნკერი, სადაც ადოლფ ჰიტლერმა და ევა ბრაუნმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

ფიურერის ბუნკერი მიწისქვეშა სამალავია, სადაც ბერლინის დაცემის შემდეგ 56 წლის ადოლფ ჰიტლერმა და 33 წლის ევა ბრაუნმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. ისტორიკოსების მტკიცებით, ჰიტლერმა იარაღის გასროლით მოიკლა თავი, ხოლო ევა ბრაუნმა ციანიდი მიიღო. 1945 წლის 30 აპრილს, ადოლფ ჰიტლერისა და ევა ბრაუნის სიკვდილის დღეს, მესამე რაიხის დაცემის დღედ მიიჩნევენ.

1940-1945 წლებში განხორციელებული 350 საჰაერო შეტევის განმავლობაში საბჭოთა და ამერიკულმა საჰაერო ძალებმა ასობით ბომბი ჩამოაგდეს ბერლინში, რასაც ურიცხვი მოქალაქე შეეწირა. საცხოვრებელი სახლების, სამთავრობო და სამხედრო დაწესებულებების განადგურების შემდეგ, ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

ცხოვრების უკანასკნელი თვეები წყვილმა ბერლინის ცენტრში განთავსებულ ბუნკერში გაატარა, საიდანაც ჰიტლერი სამხედრო ოპერაციებს აკონტროლებდა.

არსებობს ვერსია, რომ თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე ევა ბრაუნმა და ჰიტლერმა სამალავში იქორწინეს.

ოთახი, სადაც ჰიტლერის შტაბი შეხვედრებს მართავდა , სს-ის დანაყოფებმა ნაწილობრივ დაწვეს, 1945 წელს კი, ბერლინის აღების შემდეგ, რუსმა ჯარისკაცებმა გაძარცვეს.

ფოტოგრაფი უილიამ ვანდივერტი პირველი ევროპელი გახლდათ, რომელსაც ჰიტლერის სიკვდილიდან ორი კვირის შემდეგ ბუნკერის გადაღების ნება მისცეს. ეს ფოტოები მალევე გამოჩნდა Life Magazine–ის ფურცლებზე. ფოტოგრაფი იხსენებს: "ბერლინის თითქმის ყველა ცნობილი ნაგებობა დაემხო, ქალაქი სასაკლაოდ იყო ქცეული. დავდიოდი გარინდულ ქალაქში და ერთი სულიერიც არ შემხვედრია, ირგვლივ საზარელი სიჩუმე სუფევდა და მხოლოდ სიკვდილის სუნი ტრიალებდა".

იხილეთ ვიდეო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"