მოსკოვი-ბათუმის რეისი ტექნიკური გაუმართაობის გამო მინვოდის აეროპორტში დაჯდა

მოსკოვი-ბათუმის რეისი ტექნიკური გაუმართაობის გამო მინვოდის აეროპორტში დაჯდა

მოსკოვის აეროპორტ დომოდედოვოს აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით გამოფრენილმა "ურალის ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავმა სტავროპოლის მხარეში, მინვოდის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა, რისი მიზეზიც ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

თვითმფრინავის ბორტზე 156 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. მგზავრების ბათუმში გადასაყვანად ავიაკომპანიამ სხვა თვითმფრინავი გააგზავნა.

აღსანიშნავია, რომ 26 ივნისს სტავროპოლის მხარეში მსუბუქმოტორიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის პილოტიც გარდაიცვალა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"