6 წარმატებული კომპანია, რომლებმაც ბიზნესი ავტოფარეხში დაიწყეს

6 წარმატებული კომპანია, რომლებმაც ბიზნესი ავტოფარეხში დაიწყეს

მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა თავის დროზე ბიზნესი მცირე ზომის ავტოფარეხებში დაიწყეს, თუმცა დღეს მსოფლიოს ყველაზე მსხვილი და ძვირად ღირებული კომპანიები არიან.

Apple

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბრანდის Apple-ის ისტორია კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოში, პატარა ავტოფარეხში დაიწყო.

1976 წელს სტევ ვოზნიაკმა "ეფლის“ პირველი კომპიუტერი შექმნა, რის შემდეგადაც სტივ ჯობსსა და კიდევ ერთ პარტნიორს, რონალდ ვეინს შეუერთდა. ბიჭებმა მუშაობა ჯობსის მშობლების გარაჟში დაიწყეს. ერთ-ერთი პირველი მსხვილი შეკვეთა ადგილობრივი რითეილერისგან მიიღეს. დამკვეთმა 50 კომპიუტერი მოითხოვა, თითო 500 დოლარად. შეკვეთა ვოზნიაკს და ჯობსს 30 დღეში უნდა შეესრულებინათ.

დღეს სტივ ჯობსის მშობლების სახლი, სადაც "ეფლის“ დამფუძნებელი გაიზარდა, ქალაქის ისტორიულ ღირსშესანიშნაობად არის აღიარებული.

Hewlett-Packard

იმ ავტოფარეხიდან , სადაც "ეფლი“ დაარსდა, სულ რაღაც 16 კილომეტრის მოშორებით,, 1939 ბილ ჰიულეტმა და დეივ პაკარდმა ერთად Hewlett-Packard (HP) შექმნეს. კომპანია, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ლიდერია საოფისე და სამედიცინო აპარატურის წარმოებაში, პატარა ავტოფარეხში დაარსდა, ხოლო მათი პირველადი ინვესტიციები 538 აშშ დოლარს შეადგენდა. სწორედ ჰიულეტმა და პაკარდმა შექმნეს თავიანთი პირველი სიგნალების გენერატორი.

ავტოფარეხი დროთა განმავლობაში ჯერ კვლევით ლაბორატორიად, ხოლო შემდგომ საწარმოდ გადაიქცა. დაარსებიდან 10 წლის შემდეგ, წამოწყება უკვე საჯარო კომპანიად გადაიქცა. დღესდღეობით ავტოფარეხი კერძო მუზეუმია და ცნობილია როგორც "სილიკონ ველის დასაბამი“.

Amazon

ერთ-ერთ წარმატებულ საინვესტიციო კომპანიის ყველაზე ახალგაზრდა ვიცეპრეზიდენტის პოსტიდან წამოსვლის შემდეგ, ოთხ წელიწადში ჯეფ ბეზოსი სიეტლში გადაბარგდა და წიგნებით ონლაინ ვაჭრობა დაიწყო. ონლიან მაღაზია მან სწორედ საკუთარი სახლის გარაჟში გახსნა. 1995 წლის ივლისში ბეზოსმა "ამაზონს“ ჩაუყარა საფუძველი, რომელიც დღეს მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ონლაინ რითეილერია... განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"