ლონდონში მოზარდების ჯგუფს ავტომანქანა დაეჯახა - ერთი მოზარდი გარდაიცვალა

ლონდონში მოზარდების ჯგუფს ავტომანქანა დაეჯახა - ერთი მოზარდი გარდაიცვალა

ლონდონის სამხრეთ ნაწილში წითელი "Audi A3" მოზარდების ფეხით მოსიარულეთა ჯგუფს დაეჯახა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

მომხდარის შედეგად, 16 წლის გოგონა გარდაიცვალა, ექვსი მოზარდი კი დაშავდა. ავტომანქანის მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც მართვა დაკარგა. მძღოლი მამაკაცია, რომელმაც, შესაძლოა, თავის ტრავმა მიიღო. ის ადგილიდან მიიმალა. მას პოლიცია ეძებს.

ექვსი დაშავებული მოზარდი ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"