გერმანიის შს მინისტრი - პოლიციელები ისტორიაში უმსხვილესი ოპერაციისთვის ემზადებიან

გერმანიის შს მინისტრი - პოლიციელები ისტორიაში უმსხვილესი ოპერაციისთვის ემზადებიან

გერმანიის ქალაქ ჰამბურგის სამართალდამცველები "დიდი ოცეულის" სამიტის წინ მოვლენების უარეს სცენარებს ამუშავებენ. ამის შესახებ გამოცემა "ბილდს" ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მეზიერმა განუცხადა.

"პოლიციელები ისტორიაში უმსხვილესი ოპერაციისთვის ემზადებიან", - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, ქალაქში ამ დროისთვის 8 ათასამდე დემონსტრანტი მიემგზავრება, რომლებიც, ძირითადად, ექსტრემისტულად განწყობილი მემარცხენე ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. მინისტრის განცხადებით, ისინი არეულობების მოსაწყობად მზად არიან და მათ დასჯის მკაცრი ზომების შესახებ აფრთხილებს.

დე მეზიერმა ასევე აღნიშნა ამ დღეებში მოსალოდნელი კიბერშეტევების შესახებ. სამინისტროში ელოდებიან, რომ მოხდება ტექნიკური ინფრასტრუქტურისთვის ცეცხლის გაჩენა და დივერსიები, ნაოსნობისა და საჰაერო მიმოსვლისთვის ხელის შეშლა. სამინისტრო ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 1,25 ათასი პირის გაგზავნას გეგმავს.

"დიდი ოცეულის" სამიტის გახსნის დღეს, 7 ივლისს ჰამბურგის მერიაში უკვე დარეგისტრირდა მემარცხენეების აქცია, სახელწოდებით "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში".

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"