ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პარლამენტის წევრთა რაოდენობის ერთი მესამედით შემცირების ინიციატივით გამოდის

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პარლამენტის წევრთა რაოდენობის ერთი მესამედით შემცირების ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის ერთი მესამედით შემცირების საჭიროებას მიიჩნევს. აღნიშნულის შესახებ ემანუელ მაკრონმა ვერსალის სასახლეში, ეროვნული ასამბლეისა და სენატის წევრებისთვის მიმართვისას განაცხადა.

"დღეს საფრანგეთში პოლიტიკური დრო ძალიან ნელა მიდის. საჭიროა, რომ პარლამენტი უფრო სწრაფად მოქმედებდეს, რაც საშუალებას მოგვცემს პარლამენტის ორივე პალატაში სწრაფად მივიღოთ კანონები. მივიჩნევ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საჭიროა იმ ზომის გატარება, რომელსაც მხარს ბევრი ფრანგი უჭერს - პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობა შევამციროთ", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონის თქმით, "ნაკლებად მრავალრიცხოვანი პარლამენტი შესძლებს სწრაფად და უკეთესად მოქმედებას".

"ზუსტად ამიტომაც ვუჭერ მხარს დეპუტატთა რაოდენობის ერთი მესამედით შემცირებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი ზომა დადებით გავლენას მოახდენს პარლამენტის ფუნქციონირებაზე", - განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

ამჟამად საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა 577 დეპუტატისგან, ხოლო სენატი 348 სენატორისგან შედგება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"