საბერძნეთის სანაპირო დაცვამ თურქულ სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა

საბერძნეთის სანაპირო დაცვამ თურქულ სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა

საბერძნეთის სანაპირო დაცვამ თურქულ სატვირთო გემს ეგეოსის ზღვაში, კუნძულ როდოსის სანაპიროსთან ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah იუწყება.

თურქეთის დროშით მცურავ სატვირთო გემს ისკანდერუნის პორტიდან იზმიტში ფოლადი გადაჰქონდა. საბერძნეთის სანაპირო დაცვამ გემს მოუწოდა, კურსი როდისოსკენ ეცვალა ტვირთის დასათვალიერებლად.

გემი საერთაშორისო წყლებში გადაადგილდებოდა და მისმა კაპიტანმა უარი თქვა ბრძანების შესრულებაზე და კურსი თურქეთის ტერიტორიული წყლებისკენ იცვალა. იმის გამო, რომ გემი ბრძანებას არ დაემორჩილა, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ჯერ ჰაერში გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი გემის მიმართულებით.

კაპიტნის ინფორმაციით, გემზე 16 ნატყვიარია. ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან. მისივე თქმით, ამ მარშრუტით გემი რეგულარულად მოძრაობს და მისთვის საბერძნეთის სანაპირო დაცვის რეაქცია გაუგებარია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"