კოლცოვოს აეროპორტში მგზავრი გარდაიცვალა

კოლცოვოს აეროპორტში მგზავრი გარდაიცვალა

მგზავრი, რომელმაც ბათუმიდან ეკატერინბურგამდე იმგზავრა, კოლცოვოს აეროპორტში გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია "ურალის ავიახაზების" პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

"მგზავრის გარდაცვალება, რომელმაც იმგზავრა რეისით 2638 ბათუმიდან ეკატერინბურგში, სამედიცინო პუნქტში დაადასტურეს. ფრენისას მგზავრის თანმხლებ არც ერთ პირს ეკიპაჟის კაბინისთვის არ მიუმართავს", - განაცხადეს პრესსამსახურში.

ურალის საგამოძიებო სამმართველომ წინასაგამოძიებო შემოწმება დაიწყო. მათი განცხადებით, მომხდარზე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება. ზოგიერთი ცნობით, მგზავრი თვითმფრინავის ბორტზე გარდაიცვალა. სხვა ინფორმაციით, ის კოლცოვოში ჩაფრენის შემდეგ დაიღუპა.

ამჟამად, გარდაცვლილის ცხედარი ეკატერინბურგის ერთ-ერთ პროზექტურაშია გადასვენებული. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"