მასაჩუსეტსში სამხედრო ბაზიდან ნაწილობრივი ევაკუაცია განხორციელდა

მასაჩუსეტსში სამხედრო ბაზიდან ნაწილობრივი ევაკუაცია განხორციელდა

ამერიკის მასაჩუსეტსის შტატის სამხედრო საჰაერო ბაზა Hanscom-ზე ნაწილობრივი ევაკუაცია განხორციელდა. ეს გადაწყვეტილება სამხედრო ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ტერიტორიაზე აღმოაჩინეს სატვირთო ავტომობილი, სავარაუდოდ, ფედთქებადსაშიში ნივთიერებით. ამის შესახებ ტელეკომპანია Boston 25 News იუწყება. მედიასაშუალების ინფორმაციით, ფეთქებადსაშიში ნივთიერება ავტოტრანსპორტის გეგმური შემოწმების დროს ნახეს.

ადგილზე გამნაღმველები გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ტერიტორია შემოსაზღვრეს. სატვირთოზე ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიის ლოგოა გამოსახული. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, სატვირთო მანქანას სამრეწველო საქონელი გადააქვს.

ამ დროისთვის პოლიცია ორ ადამიანს კითხავს, რომლებიც სატვირთოში იმყოფებოდნენ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"