არეულობა ჰამბურგში: შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის "დიდი ოცეულის" სამიტამდე

არეულობა ჰამბურგში: შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის "დიდი ოცეულის" სამიტამდე

ჰამბურგში, "დიდი ოცეულის" სამიტის დაწყებამდე გამართული საპროტესტო აქცია, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

მანიფესტაციაში მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო, მათ შორის ანტიკაპიტალისტები და ანტიგლობალისტები არიან.

იხილეთ კადრები შეტაკებების ადგილიდან

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას 75 პოლიციელი დაშავდა. ექიმების ცნობით, 15 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

მანიფესტანტებსა და ძალოვნებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა პოლიციის წინააღმდეგ ბლაგვი საგნებისა და ბოთლების სროლა დაიწყეს.

სამართალდამცველებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს და აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

G20 ჰამბურგში დღეს გაიხსნება. ქვეყნის მასშტაბით გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები, ქალაქს კი 20 000-მდე პოლიციელი იცავს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე