მელანია ტრამპი და ვლადიმერ პუტინი გვერდიგვერდ - რა ხდებოდა "დიდი ოცეულის" ბანკეტზე

მელანია ტრამპი და ვლადიმერ პუტინი გვერდიგვერდ - რა ხდებოდა "დიდი ოცეულის" ბანკეტზე

ჰამბურგში გამართული "დიდი ოცეულის" ორდღიანი სამიტი გუშინ დასრულდა. გერმანიაში მსოფლიოს ლიდერები მეუღლეებთან ერთად ჩავიდნენ და ოფიციალური შეხვედრებისა და დიალოგების შემდეგ, არაოფიციალური ნაწილის დროც დადგა.

საზეიმო ბანკეტზე, რომელიც G20-ს დასრულების შემდეგ გაიმართა, ლიდერები და მათი მეუღლეები ერთმანეთისგან დააცალკევეს და შესაბამისად, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსები კოლეგების მეუღლეების გვერდით აღმოჩნდნენ.

მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მელანია ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გვერდით აღმოჩნდა; დონალდ ტრამპს ადგილი მიუჩინეს არგენტინის პრეზიდენტის უმშვენიერესი მეუღლის ჯულიანა ავადას გვერდით; გვერდიგვერდ ისხდნენ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და ა.შ.

ვახშმამდე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სტუმრებს უმასპინძლა კლასიკური მუსიკის საღამოზე, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მოსასმენად, "როგორც ჰიმნისა კაცობრიობის სიყვარულის, მშვიდობისა და საერთაშორისო ერთსულოვნების".

აღსანიშნავია რომ, იქამდე სანამ მათი მეუღლეები მსოფლიოს ბედს წყვეტდნენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პირველმა ქალბატონებმა ჰამბურგის დათვალიერება მოასწრეს. ჰამბურგის არხში იახტით ერთად გაისეირნეს: არგენტინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მეუღლეებმა, ასევე თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის მეუღლემ და სხვებმა.

ფოტოები: EPA; AFP; AP

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"