მოსკოვის უდიდეს სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

მოსკოვის უდიდეს სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

მოსკოვში უდიდესი სავაჭრო ცენტრი "რიო" იწვის, არიან დაშავებულები, რომელთა რაოდენობა 14 შეადგენს, მათ შორის ერთი ბავშვია.

ხანძარს ხუთიდან მეოთხე სიძლიერის რანგი აქვს მინიჭებული. სავაჭრო ცენტრიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

დიმიტრიევსკის გზატკეცილზე მდებარე შენობაში ხანძარი იმ სართულზე გაჩნდა, სადაც ოკეანერიუმი და "ეკზოოპარკია" განთავსებული. რუსული მედიის ინფორმაციით, დაკვამლიანების ფართობი 70 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს.

მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"