ფეხბურთის ქომაგი 6 წლის ბიჭუნა, რომლის სიკვდილმა მილიონობით ადამიანი დაამწუხრა...

ფეხბურთის ქომაგი 6 წლის ბიჭუნა, რომლის სიკვდილმა მილიონობით ადამიანი დაამწუხრა...

ბრედლი ლოური, ინგლისური ფეხბურთის ქომაგი გახლდათ, რომელმაც მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო და დაამწუხრა... 6 წლის ბიჭუნა სიმსივნესთან წლების ბრძოლის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ინგლისური საფეხბურთო კლუბის "სანდერლენდის" პატარა გულშემატკივარი საჯაროდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა მშობლებმა დაიწყეს ბავშვის ნეირობლასტომასთან ბრძოლის დოკუმენტირება. ეს სიმსივნის იშვიათი ფორმაა, რომელიც კონკრეტულად ბავშვებში იჩენს თავს.

იხილეთ ვიდეო

ბრედლის პირველად დიაგნოზი 18 თვის ასაკში დაუსვეს, ის ორი წელი ებრძოდა სიმსივნეს სანამ რემისია დაიწყებოდა. მაგრამ 2016 წელს მისმა ოჯახმა შეიტყო, რომ სიმსივნე დაბრუნდა და დაიწყეს სამკურნალო ხარჯების შეგროვება. სამწუხაროდ, ბრედლის მდგომარეობა მკურნალობას აღარ დაექვემდებარა. მან მთელი ერის მხარდაჭერა მოიპოვა, განსაკუთრებით "სანდერლენდის" მოთამაშე, ჯერმეინ დეფოსთან მეგობრობის გამო. დეფო ბრედლის თავის საუკეთესო მეგობარს ეძახდა და ხშირად სტუმრობდა თანაგუნდელებთან ერთად საავადმყოფოში. ბრედლი "სანდერლენდის" თილისმა  გახდა და ერთხელ ინგლისის ნაკრებსაც გაუძღვა წინ მარტში ლიტვასთან გამართულ მატჩზე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ბრედლის გარდაცვალების ცნობა მისმა ოჯახმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის მილიონობით ადამიანს:

"ჩვენი მამაცი ბიჭუნა დღეს, 7 ივლისს ანგელოზებთან გაეშურა... ის ბოლო წუთებში დედიკოს და მამიკოს მკლავებში იყო, ოჯახით გარშემორტყმული. ის ჩვენი პატარა სუპერგმირი იყო და თავდაუზოგავად იბრძოდა, მაგრამ მისი ყოფნა სხვაგან იყო საჭირო. სიტყვები ვერ გადმოსცემს ჩვენს გულისტკივილს... მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის..."

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"