დონალდ ტრამპი - კარგი გარიგებები დამიდია, ბევრი ფული გამიკეთებია და არ მესმის, რატომ უნდა მოვუხსნა სანქციები რუსეთს თუ სანაცვლოდ არაფერს მივიღებ

დონალდ ტრამპი - კარგი გარიგებები დამიდია, ბევრი ფული გამიკეთებია და არ მესმის, რატომ უნდა მოვუხსნა სანქციები რუსეთს თუ სანაცვლოდ არაფერს მივიღებ

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მთელი ცხოვრება ბიზნესით არის დაკავებული, გარიგებებს დებს და არ ესმის, რატომ უნდა მოუხსნას რუსეთს სანქციები სანაცვლოდ თუ არაფერს მიიღებს.

„არასოდეს მოვხსნიდი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ვიდრე სირიაში და უკრაინაში არ გაკეთდება რამე ისეთი, რაც დამაკმაყოფილებელი იქნებოდა ჩვენთვის და ყველასთვის. მე კარგი გარიგებები დამიდია, ბევრი ფული გამიკეთებია, ეს ის არის, რითიც დაკავებული ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრება. რატომ უნდა მოვხსნა სანქციები თუ სანაცვლოდ არაფერს მივიღებ?!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-მა რუსეთს სანქციები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესა. სანქციები რუსულ ბანკებსა და კომპანიებს, ასევე სახელმწიფო ჩინოსნებს შეეხო.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"