თურქეთში Amnesty International-ის დირექტორს და კიდევ ხუთ უფლებადამცველს პატიმრობა შეეფარდათ

თურქეთში Amnesty International-ის დირექტორს და კიდევ ხუთ უფლებადამცველს პატიმრობა შეეფარდათ

სტამბოლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქეთში Amnesty International-ის დირექტორს იდილ ესერისა და კიდევ ხუთ უფლებადამცველს პატიმრობა შეეფარდათ. მათ ბრალი ედებათ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში.

თურქეთში Amnesty International-ის მდივნის სალილ შეთის განცხადებით, „ახლა აშკარა გახდა, რომ თურქეთში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა დანაშაული გახდა“.

5 ივლისს, Amnesty International-ის თურქეთის წარმომადგენლობის დირექტორი იდილ ესერი და კიდევ 11 აქტივისტი სტამბოლის ერთ-ერთ უბანში დააკავეს.

დაკავება ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, სადაც უფლებადამცველების კონფერენცია მიმდინარეობდა.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"