ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა

ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა

არიზონელ სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. ინფორმაცია ოთხშაბათ საღამოს სენატორის ოფისმა გაავრცელა. ინფორმაცია დაადასტურა მაიოს კლინიკამაც, სადაც 80 წლის სენატორი ერთი კვირის წინ მარცხენა თვალს ზემოთ გაჩენილი სისხლჩაქცევის გამო მოათავსეს.

გამოკვლევების მიხედვით, სისხლჩაქცევა გლიობლასტომის - ტვინის აგრესიული სიმსივნის შედეგი იყო. უკანასკნელი თვეების განმავლობაში სენატორი მაკკეინი დაღლილობასა და მხედველობის გაუარესებას უჩიოდა. სისხლჩაქცევის ამოკვეთის ოპერაცია ოთხ საათს გაგრძელდა.

როგორც ექიმები ამბობენ, ნეიროქირურგიული დარღვევები პაციენტს არც ოპერაციამდე და არც მის შემდეგ არ გამოუვლენია. მაკკეინი ახლა საკუთარ სახლში, არიზონაში გადის რეაბილიტაციას და როგორც ცნობილია, საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს რეაბილიტაციის პერიოდი. უახლოეს დღეებში გადაწყდება, სენატორს ქიმიოთერაპიას დაუნიშნავენ, თუ სხივურ თერაპიას.

სენატორის შვილმა მეგან მაკკეინმა ტვიტერზე დაწერა, რომ მამის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია მთელი ოჯახისთვის შოკისმომგვრელი იყო: "ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ვინც ყველაზე მშვიდი და აუღელვებელია ჩვენს ოჯახში, ეს მამაჩემია".

წყარო: VOA

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"