ღაზას სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

ღაზას სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორიდან გამოშვებული რაკეტა ჰაერში გაანადგურა. დაშავებულები არ არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის არმია საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.

"დაფიქსირდა რაკეტის გამოშვება ღაზას ჩრდილოეთ სექტორიდან. რაკეტა ჰაერში განადგურდა, დაშავებულები არ არიან. მომხდარს ნგრევა არ გამოუწვევია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ღაზას სექტორიდან ბოლოს, ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმა 26 ივნისს განხორციელდა, რასაც ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების მხრიდან "ჰამასის" პოზიციებზე საპასუხო სროლები განხორციელდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"