დონალდ ტრამპი კონგრესმენებს - გააკეთეთ თქვენი საქმე და გაზარდეთ თავდაცვის ბიუჯეტი

დონალდ ტრამპი კონგრესმენებს - გააკეთეთ თქვენი საქმე და გაზარდეთ თავდაცვის ბიუჯეტი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესს მოუწოდებს, ქვეყნის თავდაცვითი ბიუჯეტის გაზრდას მხარი დაუჭირონ. "გააკეთეთ თქვენი საქმე და გაზარდეთ ბიუჯეტი" - ამ სიტყვებით დონალდ ტრამპმა კონგრესმენებს, ნორფოლკის ბაზაზე ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების უახლესი ავიამზიდის ექსპლუატაციაში შესვლის ცერემონიაზე მიმართა.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, მისმა ადმინისტრაციამ ქვეყნის თავდაცვითი ბიუჯეტის 20 მილიარდი დოლარით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება და 54 მილიარდ დოლარს შეადგენს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბიუჯეტის ზრდა აუცილებელია იმისთვის, რომ ამერიკა მუდამ გამარჯვებული იყოს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"