რა წერია საქართველოზე ამერიკის კონგრესის მიერ შემუშავებულ რუსეთისა და ირანის სასანქციო კანონპროექტში

რა წერია საქართველოზე ამერიკის კონგრესის მიერ შემუშავებულ რუსეთისა და ირანის სასანქციო კანონპროექტში

აშშ-ს კონგრესის საიტზე ვაშინგტონის მიერ რუსეთის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი გამოქვეყნდა, რომელსაც კენჭი 25 ივლისს უნდა ეყაროს.

დოკუმენტი ითვალისწინებს სასანქციო სიაში მოხვედრილი რუსეთის ბანკების საბაზრო ფინანსირების ვადების მაქსიმალურ შემცირებას 14 დღემდე, ხოლო ნავთობისა დ გაზის კომპანიების - 30 დღემდე.

ამ პროექტით, ვაშინგტონი კვლავაც არ დაუჭერს მხარს გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ს, რადგან ის მავნე ზემოქმედებას ახდენს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, გაზის ბაზრის განვითარებაზე ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში და უკრაინის ენერგეტიკის სფეროს რეფორმებზე.

ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სანქციები არ უნდა შეეხოს აშშ-სა და რუსეთის თანამშრომლობას კოსმოსურ სფეროში. დოკუმენტი ითვალისწინებს თეთრი სახლის ლიდერის უფლების შეზღუდვას ირანისა და რუსეთისთვის სანქციების მოხსნასა და შემცირებაზე - ამისთვის დონალდ ტრამპს კონგრესის მხარდაჭერა დასჭირდება.

კონგრესი ასკვნის, რომ რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს თავისი ვალდებულებების დარღვევას, რომლებიც აღებული აქვს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ სხვადასხვა მემორანდუმით მის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციით 2008 წელს და აღმოსავლეთ უკრაინაში მადესტაბილიზებელი მოქმედებებით.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელს გაფორმებული შეთანხმებული პირობების დარღვევას, რომელიც მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფების თავისუფალ წვდომას და კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგს.

კონგრესი რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობას აკისრებს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ძალადობაზე. კონგრესი მოუწოდებს პრეზიდენტს, მოსთხოვოს რუსეთის ხელისუფლებას: გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკრაინიდან და მოლდოვადან; დაუბრუნოს კონტროლი ამ ტერიტორიების საზღვრებზე ამ ქვეყნების შესაბამის ხელისუფლებებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლება იყენებდა და განაგრძობს საქართველოს და უკრაინის მიმართ ძალების გამოყენებას, სადაზვერვო ოპერაციებს, რაც აშკარა საფრთხეს წარმოადგენს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის. კონგრესის აზრით, აშშ-მ უნდა განაგრძოს მუშაობა ევროკავშირთან, როგორც პარტნიორმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების აგრესიის წინააღმდეგ, მოახდინოს დახმარების პროგრამების კოორდინირება და სხვა ძალისხმევა მიმართოს რუსეთთან დაკავშირებით.

ამავე კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აშშ განაგრძობს ტერიტორიული ცვლილებების არ აღიარების პოლიტიკას, რომლებიც ჩადენილია ძალის გამოყენებით, მათ შორის უკანონო შეჭრის შედეგად აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და დნესტრისპირეთში.

კანონპროექტში "საკოორდინაციო დახმარება და ევროპასა და ევრაზიაში დახმარების შესახებ" თავში აღნიშნულია, რომ 2018-19 ფინანსური წლების განმავლობაში რუსეთის გავლენის საწინააღმდეგო ფონდში გამოიყოფა 250 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული სხვადასხვა მიზნის მისაღწევად. ჩამონათვალშია იმ ქვეყნების დახმარება, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ან ევროკავშირის გაფართოების საქმიანობაში მონაწილეობენ, მათ შორის ალბანეთისთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს, მაკედონიის, მოლდოვის, კოსოვოს, სერბეთისა და უკრაინისთვის. ასევე, საუბარია რეაგირებაზე იმ ჰუმანიტარულ კრიზისთან და არასტაბილურობასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია ან გაღრმავებულია საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრით.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"