კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
16:30 / 23-07-2017
პირველი საბჭოელი მილიონერი გარდაიცვალა
საბჭოთა კავშირის პირველი ლეგალური მილიონერი არტემ ტარასოვი გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, 67 წლის მილიონერის გარდაცვალების მიზეზებზე, ოჯახი ჯერჯერობით არ საუბრობს.

ტარასოვმა 1987 წელს სსრკ-ის ერთ-ერთი პირველი კოოპერატივი შექმნა, ხოლო ორი წლის შემდეგ, ტელევიზიით განაცხადა, რომ ქვეყნის პირველი ლეგალური მილიონერი გახდა. 1990 წელს, მან "ეროვნული დეპუტატის" მანდატი მიიღო.

1992 წელს, მან პენსილვანიის უნივერსიტეტი დაამთავრა და შემდეგ რუსულ მედიასთან საუბარში ხშირად ხუმრობდა, რომ დროულად მიღებული საჭირო ცოდნა ბიზნესსაქმიანობაში აქტიურად გამოიყენა.

ის პირველი საბჭოთა ადამიანი იყო, რომელმაც კოოპერატივის საშუალებით 3 მილიონი რუბლი გამოიმუშავა. კოოპერატივ "ტექნიკის" მაშინდელმა მოგებამ საბჭოთა საზოგადოება შოკში ჩააგდო. იმ დრო გადაცემა "Взгляд" - მა ტარასოვზე სიუჟეტი მოამზადა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის თვეში 90 ათასი რუბლს გამოიმუშავებდა...

მოგვიანებით, ამის შესახებ რუსულ პრესასთან საუბრისას იხსენებდა, რომ იმდენად შეუჩვეველი იყო, დიდძალ ფულთან ურთიერთობას, რომ ეს მისთვის სერიოზული შოკი აღმოჩნდა.

"ისეთი განცდა გვქონდა, რომ მთელ ჩვენ გუნდს ამ თანხას წაგვართმევდნენ და დაგვხვრტდნენ... თუმცა, ყველაფერი სხვანაიარად წარიმართა, - სულ რაღაც ნახევარ წელიწადში, ჩვენს ბიუჯეტში რამდენიმე
მილიონ დოლარი დაფიქსირდა" - ამბობდა ტარასოვი.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში, ემიგრაციაში წავიდა... გარკვეული დროის შემდეგ, ისევ რუსეთში დაბრუნდა და 1996 წელს რუსეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი გახდა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო, რადგან იგი არ დაარეგისტრირეს... მოგვიანებით, 2003 წელს, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორობაზე იყრიდა კენჭს, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწია.

პოლიტიკაში მოსვლის მცდელობის პარალელურად, ტექნიკისა და ნანოტექნოლოგობის დანერგვის სფეროში ძალიან აქტიურობდა... 2013 წელს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანად დაასახელეს.

რუსეთში საცხოვრებლად დაბრუნებულმა ტარასოვმა, ადგილობრივ ხელისუფლებას, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების უმტკივნეულო და მშვიდობიანად მოგვარების პროექტი შესთავაზა.

არტემ ტარასოვი ცოლს გაშორებული იყო. მას ერთი შვილი, ფილიპი დარჩა... ბოლო წლებში მოსკოვში ცხოვრობდა და "ინოვაციების ინსტიტუტს" ხელმძღვანელობდა. მას თევზის გამოსახულებიანი ჰალსტუხების კოლექცია ჰქონდა და არსებული ინფორმაციით, მის გარდერობში 700-მდე ასეთი ჰალსტუხი ინახება.

ლალი პაპასკირი
Ambebi.ge

17:27 / 01-08-2017
xyz
1
როგორც ვიცი, პირველი ოფიციალური საბჭოთა მილიონერი ზურაბ წერეთელია.
18:03 / 24-07-2017
"ობიექტური შემფასებელი"
5
ქალბატონო ლალი ძალიან მინდა დავიჯერო ის რაც თქვენს სტატიაში წერია,მაგრამ ამ ჩემს ობიექტურობას რაღა ვუყო?ოცდამეერთე საუკუნეში მხოლოდ სამ მულტიმილიარდერს ჰქონდა იმის ბედნიერება,რომ ფორბსის მიხედვით მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიის სათავეში ყოფილიყვნენ და ესენი ყველასათვის ცნობილი ბილ გეიტსი,უორენ ბაფეტი და მექსიკელი ტელემაგნატი კარლოს სლიმია,რაც შეეხება რუს მილიონერ ვიქტორ ტარასოვს... უბრალოდ ღმერთმა ნათელში ამყოფოს!
გავაზელი
1
05 აგვისტო 2017 17:13
ეტყობა, სხვების ფულს რომ დოლარებში ითვლიდნენ, ამისი რუბლებში დათვალეს და მიტომ გამოვიდა ამის ფული მეტი :)
მსგავსი სიახლეები
"ბებია იხსენებდა, როგორ აითვალწუნეს პატიმრებმა იმის გამო, რომ "სამშობლოს მოღალატეების ცოლების" იარლიყს ატარებდნენ"
ისტორიები ქართველებზე, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აშშ-ში მილიონერები გახდნენ
+VIDEO: მთავარი გემბანის კიჩოზე ჩავიდა და სახელმწიფოს საზღვარს ბორტიდან გადააბიჯა.
+PHOTO| დღეს ეტიკეტები ბევრად უფრო დახვეწილი და ლამაზია
ერთ დროს მძლავრი ყოფილა საქართველო - გაპარტახებული უნიკალური საწარმოები
+VIDEO| ქონებრივ დეკლარაციას საქართველოში 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს
ბიძინა ივანიშვილი იმ მილიარდერებს შორის მოხვდა, ვინც ყველაზე მეტი ფული იშოვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:14 / 23-08-2017  Image პატრიარქმა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეებს საკვები და სასმელი გაუგზავნა
"ვამბობთ "ღმერთის გარეშე არაფერი ხდება", მაგრამ არ შეიძლება ადამიანების ძალისხმევის გამორიცხვა"
14:10 / 23-08-2017  Image რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს
უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობის ბიომრავალფეროვნებას ხანძარი ანადგურებს
14:48 / 23-08-2017  Image თბილისელმა მძღოლმა "სითი-პარკს" 16 000-ლარიან ჯარიმაზე სასამართლოში დავა მოუგო
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 1 წლის განმავლობაში დაგროვილი 10-ლარიანი საჯარიმო ქვითარი დაგვიანებით ჩაბარდა"
14:23 / 23-08-2017  Image თაკო ნაცვლიშვილის უმცროსი და, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ
ოჯახს ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილიც შეეძინა
13:01 / 23-08-2017  Image "ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი ვიპოვეთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი
"პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49