"მინდა, ნენსი რეიგანის მსგავსი ცოლი ვიყო" - რომელი მწერლის ნაჩუქარ ჯვარს ინახავს მარიშკა ჯავახაძე

"მინდა, ნენსი რეიგანის მსგავსი ცოლი ვიყო" - რომელი მწერლის ნაჩუქარ ჯვარს ინახავს მარიშკა ჯავახაძე

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი - მარიშკა ჯავახაძე მიიჩნევს, რომ ადამიანს ნებისმიერი წიგნის წაკითხვა რაღაც კარგს სძენს. მაგალითად, თუ ნაწარმოების შინაარსი არაფერს შეგმატებს, სამაგიეროდ - ლექსიკას გაგიმდიდრებს, ტვინს გაგივარჯიშებს, გაგართობს... მარიშკა პირად ბიბლიოთეკას, რომელიც ძირითადად, ინგლისურენოვანი წიგნებისგან შედგება, ძალიან უფრთხილდება და ნელ-ნელა ავსებს...

- წიგნი მთელი ჩემი ცხოვრების თანმდევი ნაწილია, რადგან ბაბუაჩემის ოჯახში ერთი ოთახიც კი არ გვქონდა ისეთი, რომელშიც წიგნის თარო არ იყო. შესაბამისად, მთელი ბავშვობა ვუყურებდი, თუ როგორ კითხულობდნენ ჩემი ოჯახის წევრები... ახლა არ არსებობს დღე, რომ 1 გვერდი მაინც არ წავიკითხო. წიგნის კითხვა ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა.

- ლიტერატურული ნაწარმოებების დამოუკიდებლად კითხვა რა ასაკში დაიწყე?

- პირველი წიგნი - ასტრიდ ლინდგრენის "ბიულერბიუელი ბავ­შვები" 6 წლისამ წავიკითხე.

- დამოუკიდებლად შეარჩიე?

- არა, დედამ შემირჩია. ალბათ, წიგნის კითხვა სიამოვნებისთვის 20 წლისამ დავიწყე, მანამდე მოვალეობასავით იყო და რასაც ვკითხულობდი, კარგად აღარ მახსოვდა. ამიტომ ის ნაწარმოებებიც თავიდან გადავიკითხე, რაც ადრე უკვე წაკითხული მქონდა.

- ამჟამად, რა წიგნს კითხულობ?

- ელიფ შაფაქის ახალ ნაწარმოებს - "რწყილების სასახლე". საერთოდ, თურქული ლიტერატურა მომწონს. ელიფ შაფაქი მიყვარს და მისი თითქმის ყველა წიგნი, რაც ქართულად არის ნათარგმნი ან ინგლისურ ენაზე აქვს დაწერილი, წაკითხული მაქვს. "რწყილების სასახლე" წასაკითხად ავტორის გამო შევარჩიე. ამ ნაწარმოების კითხვა ახალი დაწყებული მაქვს - ჯერ მესამე თავზე ვარ...

- ეს ავტორი რატომ გიზიდავს?

- ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს: თურქეთში დაიბადა. შემდეგ მშობლებმა შვეიცარიაში წაიყვანეს. მისმა რომანმა - "სტამბოლელი ნაბიჭვარი" თურქეთში ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. ერთი პერიოდი, ამ ნაწარმოების აკრძალვასაც კი ითხოვდნენ... შემდეგ ამ ავტორის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე და გავიგე, რომ ფამუქის "მოსწავლეა". ფამუქს ის ძალიან უყვარს და აფასებს. საინტერესო გოგოა, თან - ძალიან ახალგაზრდა და გამბედავი. სტერეოტიპებს ანგრევს. რა თქმა უნდა, თავის ქვეყანას აქებს, მაგრამ ასევე, მის სხვადასხვა ნაკლზეც წერს - სიმართლის თქმას არ ერიდება... განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"