დავით საყვარელიძე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს

დავით საყვარელიძე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს

უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობის გარეშე დარჩა. ამის შესახებ საყვარელიძე პოსტს სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" პირად გვერზე აქვეყნებს.

"ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია. აშკარაა, რომ უკრაინამ მორიგი "იანუკოვიჩი" მიიღო - ოღონდ ინგლისურად მოლაპარაკე!!! ყველასთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება - უკრაინა გადარჩენის და სახელმწიფოს შენარჩუნების ზღვარზეა. ადამიანი, რომელიც ამაზე ყველაზე ხმამაღლა საუბრობდა, დღეს უკრაინის მოქალაქეობის გარეშე და უკრაინაში შესვლის უფლების გარეშე დარჩა. მაგრამ ეს ჩვენ ვერ შეგვაჩერებს. პირიქით, დარწმუნებული ვარ, ეს პეტრო პოროშენკოს რეჟიმის დასასრულს მოაახლოებს!!! ჩვენ კოორდინირება გვექნება შექმნილ შტაბებთან ერთობლივ სამომავლო მოქმედებებთან დაკავშირებით და გავაგრძელებთ წინსვლას ყველა ზომების მიღებით. ვინ არის ჩვენთან სიმართლისთვის?!" - წერს "ფეისბუქში" დავით საყვარელიძე.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"