რადას დეპუტატი - მიხეილ სააკაშვილის პირველი რეისით საქართველოში ექსტრადიციას განახორციელებენ

რადას დეპუტატი - მიხეილ სააკაშვილის პირველი რეისით საქართველოში ექსტრადიციას განახორციელებენ

უკრაინის პარტია "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ეხმაურება და მიაჩნია, რომ ეს ფაქტი ქვეყანას დიქტატურასთან აახლოებს.

"მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა - კიდევ ერთი ნაბიჯია დიქტატურის დასამყარებლად", - წერს ტიმოშენკო "ფეისბუქის" გვერდზე.

ამავე სოციალურ ქსელში რადას დეპუტატი სერგეი ლეშენკო წერს, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აშშ-შია, უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, "ბორისპოლის" აეროპორტში დააკავებენ და პირველივე რეისით საქართველოში ექსტრადაციას განახორციელებენ. მისი თქმით, ამგვარად, შეუძლებელი იქნება მისი დაცვა ექსტრადიციისგან.

"ფაქტობრივად, სააკაშვილს აიძულებენ, ამერიკაში მიიღოს თავშესაფარი და დაივიწყოს უკრაინის პოლიტიკა. ნუ ეძებთ პრეზიდენტის საიტზე სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაციას - ის პუბლიკაციას არ ექვემდებარება, რადგან შეიცავს პირის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას. ეს ყველაფერი ზაფხულში სპეციალურად გააკეთეს, როდესაც მოქალაქეთა აქტივობა ძალიან დაბალია. იანუკოვიჩმა თავისი კონკურენტების იზოლირება ციხეებში განახორციელა, პოროშენკომ - საზღვარგარეთ", - წერს დეპუტატი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"