მოსკოვში ივანე მრისხანეს ძეგლი დადგეს

მოსკოვში ივანე მრისხანეს ძეგლი დადგეს

მოსკოვში ივანე მრისხანეს ძეგლი დადგეს. ეს ინიციატივა რუსეთის სამხედრო-ისტორიულ საზოგადოებას ეკუთვნის. ძეგლის ავტორი სკულპტორი ვასილი სელივანოვია. თავდაპირველად მეფის მონუმენტი, ქალაქ ალექსანდროვში, ვლადიმირსკის ოლქში, ადგილობრივებმა საკუთარი სახსრებით დადგეს.

მოსკოვში ძეგლი დაიდგა Аллее правителей-ს ტერიტორიაზე, იმ ადგილას, სადაც მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა უკვე დადგა ისტორიული პიროვნებების 30-ზე მეტი ძეგლი. წლის ბოლომდე ამ ტერიტორიაზე კიდევ 8 პერსონის ძეგლი დაიდგმება, მათ შორის, ვლადიმირ ლენინისა და ბორის ელცინის...

რაც შეეხება, ივანე მრისხანეს ძეგლს, მის მიმართ რუსულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებებია, თუმცა დიდი ნაწილი მას მაინც რუსეთის დამფუძნებლად მიიჩნევს.

ივანე IV გამეფდა 1547 წელს და ბოროტი, სასტიკი და თავშეუკავებელი ხასიათის გამო, "მრისხანე" უწოდეს. მეფის შეუზღუდავი ძალაუფლების გასაძლიერებლად, მან მეთოფეთა, ე.წ. "სტრელცების" მუდმივი ჯარი შექმნა. 1565 წელს კი "ოპრიჩნინა", თავისებური დასახლება შემოიღო... მოგვიანებით, მეფემ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ნაწილი თავის პირად საკუთრებად გამოაცხადა, რომელსაც სწორედ ზემოთ ხსენებული "ოპრიჩნინა" ეწოდა. ოპრიჩნინაში მცხოვრებ ბოიარებს მიწები ჩამოერთვათ და ის მეფის სანდო პირებს "ოპრიჩნიკებს" დაურიგეს..

ძალიან მალე, ქვეყანაში დესპოტიზმი დამყარდა და საყოველთაო შიში გამეფდა. ხშირად უმიზეზოდ სიკვდილით უსწორდებოდნენ ან სჯიდნენ სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს. "ოპრიჩნიკებმა" ძალაუფლება ხელში აიღეს და სულ მალე დასახლებაში განუკითხაობა იყო. "ოპრიჩნინის" შექმნის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკის დაქვეითება დაიწყო. ბოლოს თავისი წარმოების სისულელეში თავად ივანე მრისხანეც დარწმუნდა და 1572 წელს ოპრიჩნინა გააუქმა...

რუსული საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის საზღვრების გაფართოება სწორედ მისი დამსახურებაა, - ივანე IV-ის დროს გრძელდებოდა საზღვრის გაფართოება აღმოსავლეთით. ივანე მრისხანემ დაიპყრო ყაზანის და ასტრახანის სახანოები. ამის შემდეგ რუსეთს გზა გაეხსნა ციმბირის სახანოსკენ. ვოლგისპირა კაზაკების რაზმის ატამანის ერმაკის მიერ წამოწყებული ბრძოლა ციმბირის სახანოს წინააღმდეგ, ერმაკის დაღუპვის შემდეგაც გაგრძელდა და ციმბირის სახანოს განადგურებით დასრულდა. 1558-1583 წლებში ივანე მრისხანე ბალტიისპირეთში აწარმოებდა ხანგძლივ ლივონის ომს.

პოლონეთმა, ლიტვამ, დანიამ და შვედეთმა არ მისცა რუსეთს უფლება, დაეპყრო ლივონის ორდენის ტერიტორია. ლივონის ომში რუსეთი დამარცხდა ამ ომმა რუსეთს ნგრევა და დასუსტება მოუტანა. რუსეთმა ვერ მოიპოვა გასასვლელი ბალტიის ზღვაზე.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"