უზბეკეთის ექს-პრეზიდენტის შვილი დააკავეს - რა ვიცით გულნარა კარიმოვას შესახებ

 უზბეკეთის ექს-პრეზიდენტის შვილი დააკავეს - რა ვიცით გულნარა კარიმოვას შესახებ

უზბეკეთში, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის შვილი გულნარა კარიმოვა დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

45 წლის გულნარა კარიმოვას ბრალად ედება - თაღლითობა, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა, ვაჭრობისა და მომსახურების გაწევის წესების დარღვევა, დოკუმენტების გაყალბება და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზება.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, სამი კერძო კომპანიის მიერ გადასახადების გადახდის თავიდან არიდების საქმის გამოძიების ფარგლებში გაირკვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის შვილი შესაძლოა უშუალოდ ხელს უწყობდა მათ დანაშაულს.

"გამოძიების მასალების თანახმად, 12 ქვეყნის ტერიტორიაზე დადგინდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ლეგალიზებული აქტივების არსებობა 1,394 მილიარდი აშშ დოლარის, 63,5 მილიონი ევროს, 27,1 მილიონი გირვანქა სტერლინგისა და 18,5 მილიონი ფრანკის ოდენობით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გულნარა კარიმოვას მამა ისლან კარიმოვი უზბეკეთს 1989 წლიდან გარდაცვალებამდე, 2016 წლამდე მართავდა. პრეზიდენტის ქალიშვილს საკუთარი თავაშვებული საქციელით უზბეკეთის კონსერვატიული საზოგადოების მრისხანება არაერთხელ დაუმსახურებია. კარიმოვა ესპანეთში უზბეკეთის ელჩი გახლდათ, რასაც წარმატებით უთავსებდა მომღერლობას, დიზაინერობას, მეწარმეობას...

გულნარა უზბეკეთის მოსახლეობის კრიტიკის ობიექტი ფუფუნებისა და პრივილეგიების გამო არაერთხელ გამხდარა. 2010 წელს WikiLeaks-ზე გამოქვეყნებული ცნობებით, კარიმოვა "ქვეყანაში ყველაზე საძულველ პიროვნებად" ითვლებოდა.

კარიმოვა მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებთან და შოუბიზნესის ვარსკვლავებთან საკმაოდ დაახლოვებული პირი იყო. მისი სპონსორობით იმართებოდა საქველმოქმედო საღამოები, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ისეთი მსოფლიო დონის ვარსკვლავები როგორებიც არიან ელტონ ჯონი, შერონ სტოუნი. მან დუეტი ჩაწერა მსახიობ ჟერარ დეპარდიესთან, სამშობლოში უმასპინძლა სტინგს, ინტერნეტი აჭრელებულია მისი ფოტოებით აშშ-ს ექს-პრეზიდენტ ბილ კლინტონთან, მონაკოს პრინც ალბერტ მეორესთან და ა.შ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"