როგორ ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც დაბადებიდან ყველა მდიდარია

როგორ ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც დაბადებიდან ყველა მდიდარია

ქუვეითი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. ეს პატარა ქვეყანა, ფაქტობრივად, ნავთობში ცურავს.

ქუვეითი უზარმაზარი სავაჭრო ცენტრია შუა უდაბნოში, სადაც მდიდარი ქუვეითელები სეირნობენ, თითოეულ მათგანს კი ორი ღარიბი ემიგრანტი ემსახურება.

ქუვეითელების 80% დასაქმებულია სახელმწიფო სამსახურში, დანარჩენები კი კომერციულ კომპანიებში, სადაც უზარმაზარი ხელფასები ენიშნებათ.

ყველა უცხოური კომპანია, რომელიც ქუვეითში მუშაობს, კანონის მიხედვით ვალდებულია, სამსახურში ადგილობრივი მიიღოს და მაღალი ხელფასი დაუნიშნოს.

მაგალითისთვის: ქუვეითელი ქარხანაში მუშად აიყვანეს, დაუნიშნეს ხელფასი 10 000 დოლარი, თუმცა, მის ნაცვლად ინდოელი "მონა" დღე და ღამეს ასწორებს მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ. თავად ქუვეითელი სამსახურშიც არ ცხადდება, მისი დათხოვნა კი შეუძლებელია. მეტიც, როდესაც რაიმე დოკუმენტზეა ხელი მოსაწერი, ხელმძღვანელობა მოწიწებით ურეკავს, დაგვდეთ პატივი, იქნებ მობრძანდეთ და ხელი მოაწეროთო, რაზეც ქუვეითელი მშვიდად პასუხობს: "ეს თქვენ გჭირდებათ და აქეთ მომაკითხეთ".

კანონებიც "გადასარევი" აქვთ. ქუვეითის სასამართლომ ადგილობრივს 5 წელი მიუსაჯა მიკრობლოგ Twitter-ში ქუვეითის ემირის გაკრიტიკებისთვის.

ქვეყანაში ალკოჰოლი აკრძალულია. თუ იგი საზღვარზე გიპოვეს, თავისუფლად გაგაბრუნებენ უკან.

ტურიზმი განვითარებული არ არის. ტურისტული ვიზის მიღება შეუძლებელია. ზამთარში ძლიერი ცივი ქარი ქრის, ზაფხულში კი ტეპმერატურა +50-ს აღწევს. ამას ემატება ალკოჰოლის აკრძალვა და დაბინძურებული ზღვა ცარიელი პლაჟებით.

განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"