ჩინეთში მიწისძვრის შედეგად სასტუმრო ჩამოიშალა, რომელშიც ორიათასამდე ადამიანი იმყოფებოდა

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად სასტუმრო ჩამოიშალა, რომელშიც ორიათასამდე ადამიანი იმყოფებოდა

ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ერთ-ერთი სასტუმრო, რომელშიც ორიათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, ნაწილობრივ ჩამოიშალა. 500 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. ამის შესახებ პროვინციის სახანძრო განყოფილებაში განაცხადეს.

სასტუმრომდე მაშველებს მისვლა უჭირთ, რადგან ის მთიან ადგილზე მდებარეობს. მიწისძვრის შედეგად კი მასთან მისასვლელი გზა ქვებით ჩაიხერგა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 21:19 საათზე მოხდა (თბილისის დროით 17:19 საათი), რომლის მაგნიტუდამ 6,5 შეადგინა. თუმცა, ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7-ს შეადგენდა. მიწისძვრის შემდეგ ასზე მეტი ავთერშოკი დაფიქსირდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"