ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში - შვიდი გარდაცვლილი და 88 დაშავებული

ძლიერი მიწისძვრა  ჩინეთში - შვიდი გარდაცვლილი და 88 დაშავებული

ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 17 დასახლებულ პუნქტსა და ტურისტულ ზონებში შვიდი ადამიანი დაიღუპა, 88 კი დაშავდა, - ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იუწყება. დაშავებულთაგან 21 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სასტუმრო, რომელშიც ორიათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, ნაწილობრივ ჩამოიშალა. 500 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 21:19 საათზე მოხდა. მისმა მაგნიტუდამ 6,5 შეადგინა. თუმცა, ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7-ს შეადგენდა. მიწისძვრის შემდეგ ასზე მეტი აფთერშოკი დაფიქსირდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"