ელისაბედ II-მ პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი მომავალ მეფე-დედოფლად დაასახელა?

ელისაბედ II-მ პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი მომავალ მეფე-დედოფლად დაასახელა?

დასავლური პრესა დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის შესახებ ახალი ჭორით აჭრელდა. გავრცელებული ინფორმაციით, დედოფალმა ელისაბედმა საკუთარი შვილიშვილი პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ჰერცოგინია ქეთრინი ინგლისის მომავალ მეფე-დედოფლად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Life & Style აქვეყნებს. ეს ნიშნავს, რომ დედოფლის ვაჟი, პრინცი ჩარლზი მონარქიის ხაზს გამოტოვებს.

"დედოფალი მიხვდა, რომ უილიამი და კეიტია მომავალი. მან 65 წელი გაატარა იმის დაგეგმვაში, რომ უინძორთა სახლი გადარჩენილიყო და ახალგაზრდა წყვილში ამ საქმის გაგრძელებისთვის საჭირო თვისებებს ხედავს", - ამბობს ჟურნალთან საუბარში სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი. "დედოფალმა გააანალიზა, რომ მონარქიას ძველებური პატივისცემა და ძალაუფლება აღარ აქვს, ამიტომ ავტორიტეტის აღსადგენად იდეალური კანდიდატურა პრინცი უილიამი და მისი მეუღლე არიან".

ამასთან, პრესა წერს რომ 91 წლის დედოფლის გადაწყვეტილებამ 35 წლის უილიამსა და მის 68 წლის მამას ჩარლზს შორის ურთიერთობა დაძაბა.

"ჩარლზს არ გაუმართლა, რადგან ყველაზე დიდხანს მოუწია იმ "სამსახურის" ლოდინი, რომელიც აღარ შეხვდება", - ამბობს ჟურნალისტი დანკან ლარკომბი, რომელიც წლების მანძილზე სამეფო ოჯახის ამბებზე მუშაობს.

მომზადებულია closerweekly.com-ს მიხედვით

მარსი ჩინური მარსმავალის ობიექტივში - რა ფოტოები გამოაგზავნა Zhurong-მა "წითელი პლანეტიდან“

პრინცი უილიამი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ემანუელ მაკრონი "დილის ყავაზე“ პარიზის გარე კაფეში - როგორ აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა შეზღუდვების შემსუბუქება