პირველივე კვირაში პლანეტაზე 500 მლნ-ზე მეტი ადამიანი დაიღუპება - ბირთვული ომის კატასტროფული შედეგები ციფრებში

 პირველივე კვირაში პლანეტაზე 500 მლნ-ზე მეტი ადამიანი დაიღუპება - ბირთვული ომის კატასტროფული შედეგები ციფრებში

ორიოდე დღის წინ მონაცემთა ვიზუალიზაციის სპეციალისტმა, ნეილ ჰელორანმა ერთობ უჩვეულო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოაქვეყნა სახელით The Shadow Peace - "მშვიდობის ჩრდილი". ვიდეოში ჰელორანმა ბირთვული ომის დაწყების შემთხვევაში, მისი კატასტროფული შედეგების ვიზუალიზაცია მოახდინა.

"ატომური იარაღის გამოყენებით ომის დაწყების შემთხვევაში, დაპირისპირებული მხარეები ერმანეთზე ბირთვულ დარტყმებს განახორციელებენ. შედეგად აშშ-ის, რუსეთის, ევროპის და ჩინეთის ტერიტორიაზე აპოკალიპსისი დადგება. კატასტროფას ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გადაურჩება", - ამბობს ნეილ ჰოლერანი.

ვიდეორგოლში მოყვანილი ინფორმაციით, პირველივე კვირაში პლანეტაზე 500 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპება. დარჩენილებს კი ატომური ომის თანმდევ ფაქტორებთან - რადიაციასთან, სხივურ დაავადებებთან, კლიმატის ცვლილებასთან, შიმშლთან და ბირთვულ ზამთართან მოუწევთ გამკლავება.

საგულისხმოა, რომ XXI საუკუნეში, როდესაც პროგრესმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია, კაცობრიობა საკუთარი თავის განადგურების და მოსპობის იდეას არ იშლის. რთულად განკურნებად დაავადებებთან (პარკინსონი, ალცჰეიმერი, შიდსი, სიმსივნე), შიმშილსა და გლობალურ დათბობასთან რეალური ბრძოლის ნაცვლად, ადამიანი მილიარდებს ატომური იარაღის გაუმჯობესებაზე ხარჯავს.

ამჟამად აშშ აქტიურად მუშაობს კომპაქტური და დაბალი სიმძლავრის ბირთვულ მუხტებზე. უახლოეს წლებში ასეთ ბომბებს (ინდექსი B61-12) შეიარაღებაში მიიღებენ. უნივერსალურობის წყალობით, მისი გამოყენება პრაქტიკულად ნებისმიერ ამერიკულ დამრტყმელ თვითმფრინავს შეეძლება. ვაშინგტონის მტკიცებით, როგორი სავალალო შედეგიც არ უნდა მოყვეს ბირთვული იარაღის გამოყენებას, საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენება აუცილებლად მოხდება. თეთრი სახლის განმარტებით, ბირთვული არსენალის გაუმჯობესება რუსეთისა და ჩინეთის შემთხვევაში შემაკავებელ ფაქტორს ასრულებს, ირანისა და ჩრდილო კორეის შემთხვევაში კი - ადეკვატური პასუხის გაცემის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

სტრატეგიული ბითვული ძალების შემთხვევაში ვითარება უფრო რთულადაა. ამერიკის შემთხვევაშიც კი ასეთი რაკეტების და მთლიანად სტრატეგიული სისტემის მუშაუნარიანობის შენარჩუნებაზე ძალზე მწირი თანხები იხარჯება. გეგმა შახტური ბაზირების Minuteman III-ების შეიარაღებაში დატოვებას 2030 წლამდე, საზღვაო Trident II D5-ის კი - 2045 წლამდე აპირებენ.

საგულისხმოა, რომ ახალი რაკეტების შექმნა უკვე ანონსირებულია, თუმცა კონკრეტულ ვადებზე არავინ საუბრობს.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ მსოფლიო გეოპოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა. ბოროტების იმპერიის დამარცხებასთან ერთად ბირთვული ომის საფრთხე შემცირდა და ვაშინგტონმა ატომური არსენალის ფინანსირება შეამცირა. დღეს როდესაც მოსფლიო ახალი ცივი ომის ზღურბლზე დგას, ბირთვული პარიტეტი კვლავ აქტუალური გახდა. თუმცა 1970-1980-იან წლებთან შედარებით დღეს ეს "სიამოვნება" გაცილებით ძვირი ღირს.

2000-იანი წლების ბოლოს პირველი საგანგაშო სიგნალი გაისმა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ნათლად აჩვენა, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის არსებული უთანხმოება სავსებით შესაძლებელია შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. 2 წლის თავზე მოსკოვმა სამხედრო დოქტრინა შეცვალა - ამიერიდან სახელმწიფოს არსებობისთვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენება რეგიონალურ კონფლიქტშიც შეიძლება.

ჩრდილო კორეის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. ერთობ აგრესიული რეპლიკების მიუხედავად, ვაშინგტონს ნათლად ესმის, რომ ფხენიანთან სამხედრო დაპირისპირება სავსებით შესაძლოა ატომური აფეთქებით დასრულდეს. და სულაც არ აქვს მნიშვნელობა ჩრდილო კორეის მიერ გაშვებული რაკეტა გუამში ჩამოვარდება, იაპონიაში თუ მეზობელ სამხრეთ კორეაში. ფატალური შედეგების პირისპირ მთელი მსოფლიო აღმოჩნდება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე