კატალონიის პოლიცია ადასტურებს, რომ ბარსელონას ტერაქტის საქმეზე ერთი პირია დაკავებული

კატალონიის პოლიცია ადასტურებს, რომ ბარსელონას ტერაქტის საქმეზე ერთი პირია დაკავებული

კატალონიის პოლიცია "ტვიტერის" გვერდზე წერს, რომ ბარსელონას ცენტრში მომხდარი ტერაქტის საქმეზე ერთი პირია დაკავებული. დაკავების შესახებ სხვა დეტალები არ გავრცელებულა.

ბარსელონაში დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად 13-დან 15-მდე ადამიანია გარდაცვლილი. დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა. პოლიციამ მანქანის მძღოლის ვინაობა დაადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ვინმე დრისე ოუკაბირეზე, რომელმაც ფურგონი სანტა-პერპეტუა-დე-მოგოდაში დაიქირავა.

კატალონიის პოლიციამ დაადასტურა, რომ ბარსელონაში მომხდარი თავდასხმა ტერაქტად განიხილება. "ტერორისტული აქტი ბარსელონაში დასტურდება", - ნათქვამია კატალონიის პოლიციის "ტვიტერის" გვერდზე.

როგორც სამართალდამცველები იუწყებიან, ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავებულია. თუმცა, ზოგიერთი მედიასაშუალება 15 გარდაცვლილის შესახებ იუწყება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"