დონალდ ტრამპი ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება

დონალდ ტრამპი ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს გმობს. "აშშ გმობს ტერორისტულ აქტს ბარსელონაში და ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა, დახმარების გასაწევად. ძლიერად იდექით. გვიყვარხართ", - წერს ტრამპი "ტვიტერის" პირად გვერდზე.

ბარსელონაში დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად 13-დან 15-მდე ადამიანია გარდაცვლილი, რამდენიმე ათეული კი დაშავებულია. რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა. კატალონიის პოლიცია "ტვიტერის" გვერდზე წერს, რომ ბარსელონას ცენტრში მომხდარი ტერაქტის საქმეზე ერთი პირია დაკავებული. დაკავების შესახებ სხვა დეტალები არ გავრცელებულა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"