ბარსელონას ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ბარსელონას ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ, "ისლამურმა სახელმწიფომ“ ბარსელონაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო.

აღნიშნულის შესახებ ტერორისტულმა დაჯგუფებამ განცხადება საკუთარი მედიასაშუალების, Amaq-ის მეშვეობით გააკეთა.

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის განხორციელების ბრალდებით პოლიციამ 28 წლის დრის უკაბირი დააკავა, - ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი იუწყება. დაკავებული მაროკოს მოქალაქეა და ესპანეთში ლეგალურად ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ დრის უკაბირი პოლიციას კონტროლზე ჰყავდა აყვანილი და გარკვეული დრო პატიმრობაშიც გაატარა, საიდანაც 2012 წელს გათავისუფლდა.

ანტიტერორისტული ძალების წყარომ El Pais-ს დაუდასტურა, რომ დაკავებული ბარსელონაში 13 აგვისტოს მაროკოდან ჩავიდა. სამართალდამცველები იკვლევენ, თუ ვისთან ჰქონდა მას კონტაქტები.

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი გარდაიცვალა, 50-მდე კი დაშავდა, მათგან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა. კატალონიის პოლიციამ დაადასტურა, რომ ბარსელონაში მომხდარი თავდასხმა ტერაქტია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"