ბარსელონაში მყოფი ქართველების ნაწილმა ღამე საკონსულოს შენობაში გაატარა, რის შემდეგაც სასტუმროებში დიპლომატიური მისიის დახმარებით დაბრუნდნენ

ბარსელონაში მყოფი ქართველების ნაწილმა ღამე საკონსულოს შენობაში გაატარა, რის შემდეგაც სასტუმროებში დიპლომატიური მისიის დახმარებით დაბრუნდნენ

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომელთაც გადაადგილების პრობლემა შეექმნათ, გუშინ ბარსელონაში, საქართველოს საკონსულოში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედ „ცხელ ხაზზე“ დაკავშირებისას განუცხადეს.

”დაღუპულებს და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ისინი გვიკავშირებოდნენ გამომდინარე იქიდან, რომ გადაადგილება უჭირდათ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ღამე ჩვენთან საკონსულოში იმყოფებოდნენ და მოვახდინეთ მათი ტრანსპორტირება სასტუმროებში”, - განუცხადეს ”ინტერპრესნიუსს” „ცხელ ხაზზე“.

გუშინ მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +34687661274. ასევე, 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: +995 32 294 50 50.

ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.

აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"