ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში მთავარ ეჭვმიტანილად 17 წლის მუსა უკაბირი სახელდება

ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში მთავარ ეჭვმიტანილად 17 წლის მუსა უკაბირი სახელდება

ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში მთავარ ეჭვმიტანილად 17 წლის მუსა უკაბირი სახელდება. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Mundo იუწყება. არსებული ინფორმაციით, ის გუშინ დაკავებული დრის უკაბირის ძმაა.

როგორც გამოცემა იუწყება, მუსა უკაბირი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება შეიარაღებული იყოს. სამართალდამცველები მისი ძებნის ოპერაციას ატარებენ.

ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.

აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"